ალო­გი­კუ­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კანო­ნები

ალო­გი­კუ­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კანო­ნები

access_time2018-07-11 17:00:05


 

ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, იუ­რის­ტთა შე­ფა­სე­ბით, ბევ­რი ალო­გი­კუ­რი და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კანო­ნია. თუმ­ცა, ასე­ვე გვხვდე­ბა კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით კუ­რი­­ზუ­ლია, ან ისე არის ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, რომ ღი­მილს იწ­ვევს.


“მთე­ლი კვი­რა” რამ­დე­ნი­მე ასე­თი კა­ნო­ნის გან­ხილ­ვას გთა­ვა­ზობთ.


წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა


თვით­მკვლე­ლო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლია სას­ჯე­ლი – ჯა­რი­მა 500 ლარი. ად­ვო­კატ­თა თქმით, თვით­მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია.


რო­გორც იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე “მთელ კვი­რას­თან” სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ამ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის სხვა, უფრო შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლი.


ეს კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო მი­­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. თუ ადა­მი­­ნი არ მუ­შა­ობს, ის გა­დახ­დი­სუ­­ნა­როა და მას ვე­რა­ნა­­რად ვერ გა­და­ახ­დე­ვი­ნე­ბენ ჯა­რი­მას, ამის გამო კი ცი­ხე­ში არა­ვინ ჩას­ვამს. არ შე­იძ­ლე­ბა 500-ლა­რი­­ნი ჯა­რი­მა იყოს ამ და­ნა­შა­­ლის შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია. სა­ხელ­მწი­ფომ პირ­ველ რიგ­ში მისი ფსი­ქო­ლო­გი­­რი რე­­ბი­ლი­ტა­ცია უნდა შეძ­ლოს,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.


“კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის” იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი კი ამ კა­ნო­ნის გა­და­ხედ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს.


პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­ირ­კვეს რის გამო მოხ­და ესთუ ადა­მი­ან­მა ბან­კის ვა­ლის ან სხვა რა­­მე ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მის გამო სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა და ამას და­ად­გენს გა­მო­ძი­­ბა, მა­შინ, რა თქმა უნდა, ჯა­რი­მის და­კის­რე­ბა კი არა, რე­­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­შუ­­ლე­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს,” – გა­ნა­ცხა­და რო­ლანდ ასა­კაშ­ვილ­მა.


ფსი­ქო­ლო­გი ქეთი ჭყო­ი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კა­ნო­ნი სა­ხი­ფა­თოა, რად­გან თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ას კი არ ახ­დენს, არა­მედ პი­რი­ქით – შე­საძ­ლოა თვით­მკვლე­ლო­ბის ახა­ლი ცდის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლიც კი გახ­დეს.


სუ­­ცი­დის გან­ხილ­ვი­სას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­­ნის გე­ნე­ტი­კას, ფსი­ქი­კურ სი­ჯან­სა­ღეს და, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­­ბას. თუკი ადა­მი­­ნი არის სუს­ტი ფსი­ქი­კის მქო­ნე, მა­შინ ის ად­ვი­ლად დგამს ამ ნა­ბიჯს. ადა­მი­­ნი, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ფსი­ქი­კუ­რად ჯან­სა­ღი არაა. ამი­ტომ მას თუ 500 ლა­რით და­­ჯა­რი­მე­ბენ, ეს არა­ფერს შეც­ვლის და შე­იძ­ლე­ბა მე­­რე დღეს იგი­ვე გა­­მე­­როს.


“500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბა არ ნიშ­ნავს პრე­ვენ­ცი­ას, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა უფრო გახ­შირ­დეს სუ­­ცი­დი. ქვე­ყა­ნა სხვა­ნა­­რად უნდა მი­უდ­გეს ამ სა­კითხს”, – ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.


ადა­მი­­ნის მსგავ­სი არ­სე­ბა


სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 136-ე მუხ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით, გე­ნე­ტი­კურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს ეხე­ბა და მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში “ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა” ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის 3 წლამ­დე ვა­დით აღ­კვე­თით.


ამ კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იუ­რის­ტებს სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა აქვთ. ისი­ნი თან­მხდე­ბი­ან იმა­ში, რომ კლო­ნი­რე­ბა და გე­ნუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და­ნა­შა­უ­ლია და უნდა ის­ჯე­ბო­დეს. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­ლის ში­ნა­არ­სი, გარ­და იმი­სა, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან არ­სად არაა გან­მარ­ტე­ბუ­ლი, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს “ადა­მი­ა­ნის მსგავს არ­სე­ბად”.



რო­გორც ად­ვო­კა­ტი და “ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პრი­ო­რი­ტე­ტის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია მუ­ხა­შავ­რია ამ­ბობს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით კლო­ნი­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო შე­უ­ერ­თდა ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, იკის­რა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლა ესე­თი მოქ­მე­დე­ბა.


დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა. მი­მაჩ­ნია, რომ ცუ­დად არის ამ კა­ნო­ნის ინ­ტერპრე­ტა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი. ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი რამ არის ჩა­დე­ბუ­ლი, რად­გან ეს დღეს ჩვენ­თვის არ არის მი­სა­ღე­ბი და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი,” – ამ­ბობსკონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-2 მუხ­ლისიუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.


“13 წე­ლია ად­ვო­კა­ტი ვარ და ამ ნორ­მით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს. კა­ნონ­მდებ­ლებ­მა ამ მუხ­ლის ჩა­დე­ბით მხო­ლოდ პრე­ვენ­ცი­­ლი ზო­მე­ბი მი­­ღეს, რათა არ მომ­ხდა­რი­ყოშავი ბაზ­რისგან­ვი­თა­რე­ბა ფა­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის სა­ხით. გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია და­ფა­რულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მი­დის, სა­დაც ადა­მი­­ნის მსგავ­სი არ­სე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და ევ­რო­პა­ში გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ ეს მო­მავ­ლის­თვის არის გათ­ვა­ლი­სი­წი­ნე­ბუ­ლი, თით­ქოს 2020 წლამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, თუმ­ცა, ეს ცოტა აბ­სურ­დუ­ლია,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.


მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის თხოვ­ნით


სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 110-ე მუხ­ლში ნახ­სე­ნე­ბია მკვლე­ლო­ბა მსხვერ­პლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით და მისი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­მაკ­ვდა­ვის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორი­დან ხუთ წლამ­დე. ამა­ზე იუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს კა­ნო­ნი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და­სახ­ვე­წია.


მე ამ იდე­ას არ ვემ­ხრო­ბი, მაგ­რამ კა­ნო­ნით აკ­რძალ­ვა და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა, ინ­დი­ვი­დუ­­ლუ­რად უნდა იყოს შემ­თხვე­ვა გა­მოკ­ვლე­­ლი. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეს არ არის აკ­რძა­ლუ­ლი,” – ამ­ბობს ლია მუ­ხა­შავ­რია.


ასე­თი რამ არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არის მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­­ნი გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­­ვა­დე­ბით და­­ვა­დე­ბუ­ლია და ყვე­ლა­ნა­­რი მკუ­რა­ლო­ბა ამო­წუ­რუ­ლად ით­ვლე­ბა. სწო­რედ მა­შინ ითხოვს ამ­გვარ დახ­მა­რე­ბას. კა­ნო­ნამ­დებ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს მის აზრს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ეს პუნ­ქტი ცოტა და­სახ­ვე­წია,” – ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.


შიდსის შეყ­რის საფრ­თხის შექ­მნა


სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 131-ე მუხ­ლში წე­რია, რომ სხვის­თვის შიდსის გან­ზრახ შეყ­რის საფრ­თხის შექ­მნა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე. მარ­თა­ლია, შიდსის გან­ზრახ შეყ­რა და­ნა­შა­უ­ლია და უნდა ის­ჯე­ბო­დეს, მაგ­რამ “შიდსის გან­ზრახ შეყ­რის საფრ­თხის შემ­ქმნა” ცოტა კუ­რი­ო­ზუ­ლად ჟღერს.


ის, ვინც შიდსი­თაა და­­ვა­დე­ბუ­ლი, მას გან­მარ­ტე­ბას აძ­ლე­ვენ, თუ რა საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სხვა ადა­მი­­ნის­თვის. ისი­ნი არი­ან გაფრ­თხი­ლე­ბულ­ნი, რომ შიდსის გა­დამ­დე­ბი ქმე­დე­ბე­ბის­გან თავი შე­­კა­ვონ, მაგ­რამ თუკი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია და მა­ინც შევა კონ­ტაქ­ტში სხვა ადა­მი­ან­თან, სის­ხლს უს­ხამს ან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ექ­ნე­ბა, მა­შინ ის უნდა და­­სა­ჯოს ამ მუხ­ლით.


მა­გა­ლი­თად, შიდსით და­­ვა­დე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ექიმს უთხრას ამის შე­სა­ხებ მა­შინ, რო­დე­საც იტა­რებს ისეთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქსო­ვი­ლის მთლი­­ნო­ბის დარ­ღვე­ვას­თან, ან სის­ხლთან კონ­ტაქ­ტის დროს. თუ ქი­რურ­გი ატა­რებს ოპე­რა­ცი­ას და არ იცი, რომ მისი პა­ცი­ენ­ტი შიდსი­თაა და­­ვა­დე­ბუ­ლი, შე­საძ­ლოა გა­ეჭ­რას ხელი და თვი­თო­ნაც და­ინ­ფი­ცირ­დეს. ბევ­რი ასე­თი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­ში,” – გა­ნა­ცხა­და ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ.


დღე­ვან­დე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­­ლე­ბე­ბით ხში­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ რა გზით შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი და­­ვა­დე­ბა მე­­რე ადა­მი­­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო. სწო­რედ ამი­ტომ, თუ ადა­მი­­ნი გან­ზრახ იქ­ცე­ვა ისე, რომ სხვას გა­და­­დოს ეს და­­ვა­დე­ბა უნდა და­­სა­ჯოს,” – ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.


ბავ­შვის შეც­ვლა


სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 174-ე მუხ­ლში სა­უ­ბა­რია ბავ­შვის შეც­ვლა­ზე ან­გა­რე­ბით ან სხვა გრძნო­ბით, რაც ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან სა­მი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით სამ წლამ­დე. იუ­რის­ტე­ბი ვერ იხ­სე­ნე­ბენ, იყო თუ არა ამის პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.


თუ ეს შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ბავ­შვე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ ბი­­ლო­გი­ურ მშობ­ლებს, ეს პირი კი მოხ­ვდე­ბა ცი­ხე­ში. 3-დან 5 წელი ცოტა არ არის ასე­თი ადა­მი­­ნის და­სას­ჯე­ლად,” – ამ­ბობს ლია მუ­ხა­შავ­რია.


თუმ­ცა, იუ­რის­ტი რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი ამ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ითხოვს.


მარ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბით არ უნდა შე­მო­­ფარ­გლოს, რად­გან აქ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რი­თიც უნდა იყოს ეს თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი. ის ადა­მი­­ნე­ბი უნდა აკე­თებ­დეს ამას, ვი­საც აქვს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ქმე­დე­ბა გან­ზრახ თუა უფრო უნდა იყოს გამ­კაც­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პირ­მა თქვას, რომ ეს ჩემ­და უნე­ბუ­რად მოხ­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ეს პრობ­ლე­მა,” – გა­ნა­ცხა­და რო­ლანდ ასა­კაშ­ვილ­მა.


რა არისცივი ია­რა­ღი


21 წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი ან ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხა­რე­ბე­ლი ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბი­სას ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ხოლო ვინც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ორ წლამ­დე. ეს კა­ნო­ნი უც­ნა­უ­რი მა­ში­ნაა, რო­დე­საც ცივი ია­რა­ღის გან­მარ­ტე­ბას ვგე­ბუ­ლობთ.


ეს კა­ნო­ნი ბუნ­დო­ვა­ნია. მარ­თა­ლია, არ უნდა ატა­როს ადა­მი­ან­მა ცივი ია­რა­ღი, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ნე­ბის­მი­­რი ჩან­გა­ლი, დანა არის ცივი ია­რა­ღი. რად­გან ექ­სპერ­ტი­ზა თვლის ნე­ბის­მი­ერ სა­განს ცივ ია­რა­ღად ეს კა­ნო­ნი ცოტა უც­ნა­­რა­დაც ჟღერს. ცივი ია­რა­ღი უნდა იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ და არა ის, რისი ყიდ­ვაც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შეგ­ვიძ­ლია,” – ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.


ეს მუხ­ლი სა­­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­შია ჩა­დე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბი არა­ინ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რე­ბი, მათ და­ნის თა­მა­ში უყ­ვართ. ეს მუხ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო იმი­ტომ ჩა­­დო. თუმ­ცა, სა­­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში სან­ქცი­­ბი იქცა ბი­­ჯე­ტის შევ­სე­ბის წყა­როდ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც ეს მუხ­ლიც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ახალ­გზარ­დას რომ და­­ჭერ­დნენ მერე საპ­რო­ცე­სო­ში უფრო მეტ თან­ხას მო­თხოვ­დნენ ხოლ­მე,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.


ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა


სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლში წე­რია, რომ ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, რა­შიც იგუ­ლის­ხმე­ბა წვა­ლე­ბა, და­მა­ხინ­ჯე­ბა, მოკ­ვლა, ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით ერთ წლამ­დე ვა­დით. მე­ო­რედ გან­მე­ო­რე­ბის სემ­თხვე­ვა­ში კი ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით.


ამ მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, ვრცელ­დე­ბა თუ არა ეს კა­ნო­ნი იმ ცხო­ვე­ლებ­ზე, რომ­ლის ხორცსაც საკ­ვე­ბად მო­ვიხ­მართ. თუმ­ცა, იუ­რის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ არ ვრცელ­დე­ბა. მაგ­რამ, რო­გორც ცნო­ბი­ლია ზო­გი­ერ­თი ერი­სა და კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლის ხორ­ცი მი­იჩ­ნე­ვა საკ­ვე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვქვათ, ვი­ეტ­ნა­მურ რეს­ტო­რანს თუ გახ­სნის და რო­მე­ლი­მე ტრა­დი­ცი­უ­ლი ვი­ეტ­ნა­მუ­რი კერ­ძის მო­სამ­ზა­დებ­ლად ძაღლს დაკ­ლავს, იგი კა­ნო­ნით და­ის­ჯე­ბა.


ადა­მი­­ნი რომ უპატ­რო­ნო ძაღლს ქვებს ეს­ვრის, ჩა­კე­ტავს და სას­მელ-საჭ­მელს არ მის­ცემს, ეს ჩა­ით­ვლე­ბა და­ნა­შა­­ლად და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სჯის ამის ჩამ­დენს. თუმ­ცა ამის ფაქ­ტე­ბი დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცო­ტაა, ამ­ბობს რო­ლანდ ასა­კაშ­ვი­ლი.


ეს მუხ­ლიც ახა­ლი ჩა­დე­ბუ­ლია. სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ში ნა­გუ­ლის­ხმე­ვია კა­ტის და ძაღ­ლის და­სა­ხიჩ­რე­ბა, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბა. ის ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც საკ­ვე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, არ სა­ხელ­დე­ბა მათ სი­­ში, თუმ­ცა, არ მახ­სოვს ვი­ღა­ცამ ძაღლს ფეხი მო­აჭ­რა და და­­ჭი­რეს. ეს მუხ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნი­ლი. ამ ნორ­მამ შე­იძ­ლე­ბა არ იმუ­შა­ვოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში მუ­შა­ობს.


მარ­თა­ლია რაში გვჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით და იმ ნორ­მე­ბის ჩა­დე­ბა ხდე­ბა დღე­ვან­დელ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ევ­რო­კავ­ში­რი­სათ­ვის,”  – აღ­ნიშ­ნავს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

 

 http://bfm.ge






ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან დაკავშირებით საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო
person access_time2018-09-22 20:56:01
„რაც შეეხება კულტივაციას, ვფიქრობ რომ ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საზოგადოებასთან საჭირო. ამის გამო, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდა მიიღო გადაწყვეტილება რომ შეაჩეროს მეორე ინიციატივა და გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან ვინც დაინტერესებულია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს...

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“ შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა

ქუთაისის პარლამენტი - „ოლიმპიკ არენად“  შენობის ფუნქციაზე ინიციატივა უკვე გაჩნდა
person access_time2018-09-21 19:00:00
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს, უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე შენობას. პროცესებში ჩართულნი არიან სხავდასხვა ორგანიზაციებიდან. მათ შორის ერთ-ერთი ინიციტივა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძემაც წამოაყენა. მისი თქმით, პარლამენტის დღევანდელი შენობა ქუთაისში  „ოლიმპიკ არენად“  უნდა გადაკეთთდეს. აღნიშნულს რობაქიძე რამდენიმე არგუმენტით...

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა

დანიის უმხსვილესმა ბანკმა რუსული მილიარდების გათეთრება აღიარა
person access_time2018-09-21 20:00:55
...

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს

„ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ღვინის წარმოებას იწყებს
person access_time2018-09-21 18:00:00
ღვინის ბრენდი „ბოისა“ ყურძნის უძველესი ჯიშებით ხიხვით და ქისით შერეული ღვინის წარმოებას იწყებს. თავდაპირველად 1 000 ლიტრი სუფთა წვენი დაიწურება, რაც ჯამში დაახლოებით 1 400 ბოთლს შეადგენს. 2019 წლის სექტემბერში კი ღვინო მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება.   როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დამფუძნებელმა ვლადიმერ ბოისამ განუცხადა, მისი კომპანიისთვის წლევანდელი წელი საუკეთესო იქნება, რადგან  კარგი მოსავლი მიიღო.  სწორედ ამიტომ, ბრენდის მცირე წარმოებაში „ბოისას“ სავაჭრო...

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”

„საქართველოს ბანკის“ ტექდათვალიერების ბაზარზე შემოსვლით მონოპოლია იქმნება”
person access_time2018-09-21 14:30:49
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე მონოპოლიის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up