წარუმატებელი 2016 წელი - „პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა“

წარუმატებელი 2016 წელი - „პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა“

access_time2016-12-27 13:42:33

„არცთუ წარმატებული - ასე აფასებენ პოლიტოლოგები 2016 წელს და ამბობენ, რომ ქვეყანას მიმდინარე წლის განმავლობაში სერიოზული წარმატებისათვის არ მიუღწევია. მთავარი პოზიტივი, მათი აზრით, საგარეო ასპარეზზე გვქონდა, ნეგატივი კი, რა თქმა უნდა - ეკონომიკური კუთხით. უარყოფით მოვლენებში მოხვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში განვითარებული პროცესები, მთავრობის ბოლოდროინდელი ეკონომიკური გადაწყვეტილებები, სოციალური პროგრამების შეჩერება-სახეცვლილება და ა.შ. დადებითი მოვლენების სია კი უფრო მოკლე აღმოჩნდა. მთავარი, რაც 2016 წელს მოხდა, ჩვენი რესპონდენტების აზრით, არჩევნები იყო. მიიჩნევენ, რომ მისი შედეგები და "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნისთვის უმნიშვნელო ფაქტად ვერ დარჩება", - წერს გაზეთი "რეზონანსი".

 

განვლილი წლის შეფასებისას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ნეგატივი პოზიტივს უდავოდ სჭარბობდა. მნიშვნელოვან მოვლენად გამზარდია "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს მიიჩნევს. ამბობს, რომ ამ ძალას ფაქტობრივად წერტილი დაესვა. ცალკე გამოყოფს ოპოზიციურ სპექტრში პარტიული ლიდერების, ცნობილი პოლიტიკოსების დროებითი შესვენების საკითხსა და არჩევნებში განცდილ მძიმე მარცხს. რაც შეეხება მთავრობის საქმიანობისა თუ გადაწყვეტილებების სისწორეს, გამზარდია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მთავარი შეცდომა პირველ რიგში საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესი იყო - საზოგადოებისადმი ბევრი არაადეკვატური მესიჯის გაგზავნა. იგი ხელისუფლებას პიარსაც უწუნებს და დასძენს, რომ მათ ხალხამდე სათქმელი სწორად ვერ მიიტანეს. "თითქოს ხელისუფლებას მაჯისცემის განცდა გაუქრა. სხვათა შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამაც" მეორედ არჩევის შემდეგ განსაკუთრებით დაკარგა საზოგადოების მაჯისცემაზე კონტროლი, - ვეღარ ხვდებოდა, ვისთან და რასთან ჰქონდა ურთიერთობა და ხალხთან როგორ უნდა ელაპარაკა. ხელისუფლება მედიასთან მიმართებაშიც ნეგატიურად შეიცვალა. ბევრად უფრო ჩაკეტილი გახდა. ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. დებატებზე ნაკლებად მოდიან, მედიის ცალკეული წარმომადგენლების მათთან კავშირი რთული გახდა", - მიიჩნევს გამზარდია და დასძენს, რომ ესეც მათი შეცდომაა. 

 

უარყოფითად აფასებს იგი სოციალური შეღავათების გაუქმებაზე ორიენტირებულ პროცესსაც, აქციზის გადასახადის ზრდასა და ზოგადად, ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებს. ამბობს, რომ მთავრობა მემარცხენე პოლიტიკიდან თითქმის 180 გრადუსით შეტრიალდა და ეს შემოტრიალება 2017 წელს განსახორციელებელ გეგმებზე აისახება. რაც შეეხება ლარის თემას, გამზარდია მას 2016 წლის ნეგატივად არ მიიჩნევს, რადგან ლარმა გაუფასურება გასულ წელს დაიწყო და ვარაუდობს, რომ მომავალ წელსაც გაგრძელდება. სწორედ ამიტომ, მისი აზრით, ამ თემის აქტუალობა 2016 წელს არ ჩაბარდება.

 

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება 2016 წლის უარყოფით მოვლენებში, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრითაც, პირველ ადგილს იკავებს. ამბობს, რომ ხელისუფლების აქციზთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც სწორედ ამგვარ მოვლენათა სიაში უნდა შევიდეს, რადგან იგი ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს - სხვადასხვა საქონელს გააძვირებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. გასული წელი მას მაინცადამიანც ეფექტურად არც მთავრობისა და პარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მიაჩნია. ამბობს, რომ განსაკუთრებით ლარის კურსის გამო მათ არაერთი არაადეკვატური განცხადება გააკეთეს. „თითქოს ეროვნული ვალუტა იმიტომ გაუფასურდა, რომ ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ლარი დახარჯა. ისიც კი ითქვა, რომ კურსის დაცემა კარგიც კია, რადგან ახლა დოლარით უფრო მეტი ლარის ყიდვა შეიძლება. ასეთი მიუღებელი განცხადება ბევრი იყო. მოსახლეობას სათანადოდ ვერ აუხსნეს, რომ ვალუტის გაუფასურება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. შესაბამისად, ხალხმა ხელისუფლებისაგან ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღო. ამის ნაცვლად ყოვლად მიუღებელ და არაკომპეტენტურ განცხადებებს ისმენდა. ჯობია, ყველამ ყველაფერზე განცხადებები არ აკეთოს. მათ შორის პარლამენტშიც. პარლამენტი იმიტომაცაა დაყოფილი, რომ ყველამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმუშაოს", - აღნიშნავს ჩიტაძე. გარდა ამისა, მისი აზრით, არც დემოკრატიის კუთხით შეინიშნება დადებითი ძვრები. ამაში კი პირველ რიგში სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ტოლერანტობის პრინციპს გულისხმობს. ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებსაც რიგი დარღვევები ახლდა. საბოლოო ჯამში, მისი აზრით, 2016 წელი საქართველოსთვის არცთუ წარმატებული იყო და ეს პირველ რიგში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.

 


"პოზიტივს ნეგატივი სჭარბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეკონომიკურ მდგომარეობას ეს მაინცადამაინც არ დასტყობია. საგარეო ასპარეზზეც არის წარუმატებლობები. პირველ რიგში, პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთსა და აფხაზეთს და რუსეთ-ცხინვალს შორის სამხედრო ხასიათის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება, რა თქმა უნდა, პრობლემაა", - აცხადებს ჩიტაძე.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოზიტიურ მოვლენებზე, გადაწყვეტილებებსა და ფაქტებზე საუბარი ჩვენს რესპონდენტებს უფრო გაუჭირდათ. ამბობენ, რომ 2016 წელს ქვეყნისათვის არ მოუტანია ისეთი მნიშვნელოვანი წარმატება, რომ იგი კარგ წლად ჩაითვალოს. მთავარი სიკეთეები, არჩილ გამზარდიას აზრით, საგარეო ასპარეზს უკავშირდებოდა. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციას, რომელიც გაიწელა, მაგრამ საბოლოო ჯამში დადებითად სრულდება. მისივე აზრით, დადებითი იყო საერთაშორისო და შიდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებიც არჩევნების ჩატარების კუთხით. ამბობს, რომ ოპოზიცია ბევრ რამეს აპროტესტებს, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები დადებითად შეფასდა და იგი ყველამ ცნო. სპეციალისტის აზრით, ეს არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ქვეყნის წარმატებაა. ასევე, გამზარდიას თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია "ქართული ოცნების" მიმართ დღეს ყველაზე დადებითია, რაც კი ოდესმე ყოფილა.

 

„ქვეყნის საგარეო ორიენტირებისათვის წარმატებული წელი იყო, საგარეო ასპარეზზე ქვეყანა უფრო დადებითად გამოჩნდა, თუმცა შიდა ასპარეზზე წლევანდელ წელს დადებითი შედეგები არ მოჰყოლია. თუ დადებითი პროცესი იყო, ეს იყო იმის გაგრძელება, რასაც საფუძველი წინა წლებში დაედო. უშუალოდ 2016-ში ქვეყნისათვის და ხალხისათვის წარმატებული არაფერი შექმნილა", - დასძენს იგი.

 

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნიკა ჩიტაძის აზრითაც, წლის მთავარი "გამონათება" იყო. დადებით მოვლენებში იგი NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტსაც ასახელებს. „პლუსად შეიძლება ტურისტების ნაკადის ზრდა ჩაითვალოს. ჩემი ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა", - ამბობს გამზარდია, რომლის თქმით, ეს დადებით ფაქტად უნდა განვიხილოთ.

 

„რეზონანსი“

 



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8063 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8063 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-24 16:00:14
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8260-ით დაიწყო, 16:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8063-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 თებერვლის   ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა.  სოფო ქსოვრელი


მსგავსი სიახლეები

up