წარმოუდგენლად ძვირია საქართველოში დასვენება ეკონომიკურად დაზარალებული ქართველისთვის - ტურისტული კომპანიები საწყისი ეტაპის სირთულეებზე საუბრობენ

წარმოუდგენლად ძვირია საქართველოში დასვენება ეკონომიკურად დაზარალებული ქართველისთვის - ტურისტული კომპანიები საწყისი ეტაპის სირთულეებზე საუბრობენ

access_time2020-05-11 10:50:47

„წარმოუდგენლად ძვირია საქართველოში დასვენება და მითუმეტეს ახლა, ეკონომიკურად დაზარალებულ ქართველ მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება საკუთარ ქვეყანაშიც კი კურორტზე ყოფნა. კარგი იქნება, თუ რაიმე ფორმით დაბალანსდება სასტუმროს ფასები და სახელმწიფო შეეცდება ამის დარეგულირებას.  შიდა ტურიზმის აღდგენას ვცდილობთ, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა შევძლოთ ჩვენს ქვეყანაში დასვენება. საერთაშორისო მიმოსვლა კი ასე სწრაფად ვერ აღდგება.“- ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ინტერკო თრეველ ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ნინო მახვილაძემ განაცხადა.


როგორც მთავრობის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, 15 ივნისიდან საქართველო  შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება, თუმცა, თავად ტურიზმი შეზღუდული იქნება. მოგზაურობა  დაშვებული იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით და ღამის გათენება იქ, სადაც  უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული. 1 ივლისიდან უსაფრთხოების დერეფნების მქონე ქვეყნებისთვის საზღვრები, მათ შორის საჰაერო მიმოსვლა გაიხსნება.


რა სჭირდება ტურიზმის სექტორს ამ დრომდე მომზადებისთვის და სრულფასოვანი სერვისის მიწოდებისთვის? არის თუ არა კომპანიებისთვის საკმარისი ის დახმარების ღონისძიებები, რაც ტურიზმის გაჯანსაღების გეგმითაა გათვალისწინებული - „კომერსანტი“ საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ ტურისტულ კომპანიას გაესაუბრა.


„ინტერკო თრეველ ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის განცხადებით, ტურიზმის გააქტიურების პროგნოზები ზედმეტად ოპტიმისტურია. ნინო მახვილაძე მიიჩნევს, რომ სანამ დეტალური ინფორმაცია არ ექნებათ ტურისტულ კომპანიებს რეგულაციებსა და საავიაციო მიმოსვლის ფასებზე, მანამდე  ყველა განცხადება ზედაპირულია.


„არ მგონია, რომ ტურიზმის აღდგენა ასე სწრაფად მოხდეს. რასაც ამბობენ, ყველაფერი ზედაპირულია. შიდა ტურიზმი გაიხსნება, მაგრამ როგორ უნდა გაიხსნას, ამის რეგულაციები ჯერ არ არის   დამუშავებული. დისტანცირება უნდა მოხდეს თვითმფრინავებში, მაგრამ არ ვიცით, რა ეღირება ამის შემდეგ თვითმფრინავის ბილეთები. ეს საკმაოდ გააძვირებს მოგზაურობას. დღეს მსოფლიოში დიდი ფინანსური კრიზისია და არ იქნება მარტივი ტურიზმის აღდგენა. ავიაცია ვერ აღდგება და თუ აღდგება ეს იქნება ძალიან ძვირადღირებული. ივნისამდე ერთი თვე დარჩა და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ყველაფერი მოესწროს, თუმცა,მოხარული ვიქნებოდი.



კიდევ სხვა პრობლემას ვხედავ - სასტუმროებში ისეთი  ზომების მიღებაა საჭირო, რომ ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა იყოს დისტანცია დაცული, რამდენად გაძვირდება სასტუმროს სერვისები. რაც უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ უფრო მნიშვნელოვანია ეს დარგისთვის, რადგან დიდად ვართ დამოკიდებული ტურიზმზე. უნდა შევხედოთ ევროპის განვლილ გზას და გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება“.  - აღნიშნავს ნინო მახვილაძე.


კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა სახელმწიფოსგან იმ დამატებითი ტექნიკური რესურსების მიღება, რაც სანიტარული ნორმების დაცვით ოპერირებისთვის სჭირდება ნებისმიერ კომპანიას ტურისტულ სექტორში. მისივე თქმით, სასტუმროებიც და ტურისტული კომპანიებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამასთან,ამოქმედებისას გარკვეული ნორმების დაცვა მოუწევთ, რაც თავის მხრივ ძვირადღირებული აუცილებლობაა.


„ჩემი აზრით, ყველა სექტორი თავის თავზე უნდა ფიქრობდეს და მსოფლიო რეკომენდაციებზე დაყრდნობით უნდა იწყებდეს მზადებას ახალ დღის წესრიგზე მოსარგებად - ამისთვის დრო საკმარისია. ჩვენ თავის დაცვის სანიტარული საშუალებები გათვალისწინებული გვქონდა იანვრიდან, თუმცა, რასაკვირველია შეიცვალა სიტუაცია და ახლა უფრო მეტი მოთხოვნებია ამ სფეროსთვის.


სახელმწიფოს მიერ ტურიზმის დახმარების პროგრამაში კომპანიებისა და სასტუმროების ტექნიკურ დახმარებაზე საუბარი არ არის, რათა მათ შეძლონ აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა და ამ დამატებითი ხარჯების  შემსუბუქება მოახდინოს სახელმწიფომ.ეს ყველაფერი არ ჩანს. ცნობილია, რომ ამ ინდუსტრიას მოუწევს თავის თავზე ყოვლად გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება მაშინ, როცა შემოსავალი საერთოდ არ აქვთ. მე მიმაჩნია, რომ ეს სიმძიმე სულ ექნება კომპანიებს. თუ სახელმწიფო ამაში დაეხმარება ტურიზმის სექტორს და სამედიცინო აღჭურვილობის ნახევარი წლის მარაგს მაინც მიაწვდის, შემდეგ კომპანიები თავიანთ შემოსავლებში გაითვალისწინებენ ამ ხარჯებსაც. საჭიროა დახმარება ისე, რომ ზუსტად იცოდეს ხალხმაც და სახელმწიფომაც, რომ ესა თუ ის კომპანია ამ რეგულაციებს გაითვალისწინებს და ვირუსის გავრცელების წყარო არ გახდება.“- ამბობს საბა კიკნაძე.  


აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებთან გაიხსნება ავიამიმოსვლა და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up