“წარმოუდგენელია ხელისუფლება ქვეყნის მმართველობაში  6 წელი იყოს, შემდეგ პასუხისმგებლობა მოიხსნას და ოპოზიციას გადააბრალოს ლარის გაუფასურება“

“წარმოუდგენელია ხელისუფლება ქვეყნის მმართველობაში 6 წელი იყოს, შემდეგ პასუხისმგებლობა მოიხსნას და ოპოზიციას გადააბრალოს ლარის გაუფასურება“

access_time2018-11-08 18:00:03

 „როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიცური ძალას გადანაწილებული აქვთ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა. შესაბამისად, ორივე მხარე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ამომრჩეველს მიიზიდავს და რომელიც რეალურად ლარის დასტაბილურებას ხელს არ უწყობს“, - ასე აფასებს ეკონომისტი გიორგი პაპავა მამუკა ბახტაძის განცხადებას ლარის კურის დევალვაციასთან დაკავშირებით.


როგორ პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარის გაუფასურებას ხელი პოლიტიკოსებისგან უპასუხისმგებლო განცხადებებმა შეუწყო.


გიორგი პაპავას თქმით, ლარის კური ანარეკლია იმ პროცესების რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს:

 

„ წარმოუდგენელია ხელისუფლება ქვეყნის მმართველობაში იყოს 6 წელი, სრული პასუხისმგებლობა მოიხსნას და ოპოზიციურ ძალას გადააბრალოს ლართან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა. ეს არ ხდება არსად, ისინი მართავენ ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ აქვთ ყველა ბერკეტი ცენტრალურ, ადმინისტრაციულ დონეზე, რეგიონებში, პარლამენტში და ა.შ სიტუაცია, რომელიც არის შექმნილი ქვეყნის ეკონომიკაში უმეტესწილად მათი პასუხისმგებლობაა. ერთი მხარე მეორ მხარეს აბრალებს, მეორე მხარე პირველს. ძალიან რთულია განსაზღვრო ფოფხაძის განცხადება უფრო დამაზიანებელია თუ სააკაშვილის. მაგრამ , გარემო სადაც წინა საარჩევნოდ ახალ - ახალი განცხადებები კეთდება, რომელიც მიმართულია უფრო მეტად ამომრჩევლის მოზიდვაზე  და არა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, ხელს არც ლარის კურის დაასტაბილურებას უწყობს და არც ქვეყნის განვითარებას,“-განმარტავს გიორგი პაპავა.



მამუკა ბახტაძემ განაცხადა ისიც, რომ ლარის დევალვაციის არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არსებობს. ეკონომისტი გიორგი პაპავა კი იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რამაც ლარის არასტაბილურობას შეუყო ხელი:

 

„ფუნდამენტური ფაქტორი იყო ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით შემცირებულია ვიდრე წლის პირველ ნახევარში. შესაბამისად, გარკეეული გავლენა  შესაძლოა ამას მოეხდინა. მოლოდინების ფორმირება კერძო სექტორში დამოკიდებულია იმ ეკონომიკურ მაჩვენებელზე, რასაც ვაჩვენებთ. ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით ბოლომდე მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა არ გვაქვს და ეს არ უწყობს ხელს ეკონომიკურ განვითარებას, შესაბამისად, არც იმას, რომ ლარი იყოს სტაბილური და ბიზნეს ჰქონდეს პროგნოზის მაღალი დონე მომავლის კუთხით, “- განაცხადა გიორგი პაპავამ.



ბაჩო ადამია

 

 

 






ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს

ეს კაცი ნამდვილი ლურჯი მელაა, ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან - სააკაშვილი ვალების განულების შესახებ ხელისუფლების ინიციატივას აფასებს
access_time2018-11-19 19:52:54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის ვალების განულების ინიციტივას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს რომლებსაც 2000 ლარზე ნაკლები ვალი აქვთ და ამის გამო შავ სიაში არიან ვალები გაუნულდებათ, ივანიშვილის მორიგ აფიორას უწოდებს.   მე მგონი სიტყვა ინიციატივა ძალიან უხერხულია ამ საოცრებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გააჟღერა ე.წ. პრემიერმა. ეს არის ჩვეულებრივი მორიგი აფიორა, ძალიან ბოროტი აფიორა, არ შეიძლება ჩვენს ხალხს,...

„სწრაფი და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“

„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“
access_time2018-11-19 19:00:08
„სწრაფი  და ონლაინ სესხის გადაუხდელობის შედეგად დაყადაღებული ხელფასი გახდა მიზეზი იმისა, რომ „რიკოდან“ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა და ტაქსის მძღოლი გახდა“-  ასე აფასებს  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი „კომერსანტთან“  მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 ათასზე მეტ ადამიანს ვალი ჩამოეწერება.   ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ეს  გადაწყვეტილება ძირითადად, სწრაფი და...

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ

დეტალები სესხების განულების პროგრამის შესახებ
access_time2018-11-19 20:00:00
“ბანკები და ფინანსები” ექსკლუზიურად გთავაზობთ ვალდებულებების განულების პროგრამის შესახებ დეტალებს.   რა არის ვალდებულების განულების პროგრამა?   ერთჯერადი პროგრამა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ბანკისაგან გამოისყიდის ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით;   სრულიად გაუნულდება თუ არა მომხმარებელს ვალების განულების პროგრამაში...

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს

ფონდი „ქართუ“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარს აკეთებს
access_time2018-11-19 16:55:00
ფონდ „ქართუში“ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.   როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.   მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.   „დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ...

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება

საბანკო ასოციაცია განმარტავს, ვის შეეხება საბანკო დავალიანების განულება
access_time2018-11-19 15:26:55
საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.   მათივე ინფორმაციით, პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:   2018 წლის 19...


მსგავსი სიახლეები

up