წარმოშობით ქართველი  ენდრიუ კაკაბაძე  ჰარვარდის თანამედროვეობის 50 უდიდეს მოაზროვნეთა მუდმივ სიაშია

წარმოშობით ქართველი ენდრიუ კაკაბაძე ჰარვარდის თანამედროვეობის 50 უდიდეს მოაზროვნეთა მუდმივ სიაშია

access_time2020-06-12 20:00:57

ენდრიუ (ანდრია) კაკაბაძე -  წარმოშობით ქართველი, ბრიტანეთში მოღვაწე პროფესორი, რომელიც 2011 წელს მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა სიაში მოხვდა, მეცნიერ-მკვლევარი, რომელიც ჰარვარდმა თანამედროვეობის 50 უდიდეს მოაზროვნეთა მუდმივ სიაში შეიყვანა.  


„კომერსანტის“ რუბრიკა „დიასპორა კაპიტალით“ ამჟამად მოგითხრობთ ქართველ-ბრიტანელ  პროფესორზე, რომელიც ინგლისის საელჩოს მიერ ქართული დიასპორის წარმატებული ქართველების სიაში ისეთი ადამიანების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან მომღერალი ქეთი მელუა, ბიზნესმენი გუკა თავბერიძე, დიზაინერი დავიდ კომა, პიანისტი მარინა ნადირაძე და სხვები.


კრენფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების სკოლის პროფესორი ენდრიუ კაკაბაძე 2013 წლის აპრილში საქართველოს ესტუმრა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.


2014 წელს კი ენდრიუ კაკაბაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, მასთან გამართულ ხანგრძლივ შეხვედრაზე გამოთქვა სრული მზადყოფნა, უანგაროდ ემსახუროს საქართველოს და საკუთარი უდიდესი პოტენციალი მოახმაროს თავის ისტორიულ სამშობლოს. „ღმერთმა დალოცოს დღეს დასახული გეგმები“ - აცხადებს პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს . ენდრიუ (ანდრია) კაკაბაძე, ჩემი საამაყო მეგობარი, ქართული წარმოშობის მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერი-მკვლევარი ჰარვარდმა თანამედროვეობის 50 უდიდეს მოაზროვნეთა მუდმივ სიაში შეიყვანა. ასეთი კაცი რომ არ გვყავდეს უნდა შევქმნათ.“




ენდრიუ კაკაბაძის ბაბუა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრი იყო. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი წლების განმავლობაში ბერლინში ცხოვრობდა და იქ განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას.


ამჯამად , ენდრიუ კაკაბაძე მეუღლესთან ჰენლის ბიზნეს სკოლის მართვისა და ეთიკის ლექტორ ნადა კაკაბაძესთან ერთად ბრიტანეთში კონსალტინგის, მართვისა და ტრენინგის ცენტრს ხელმძღვანელობს.


ენდრიუ კაკაბაძის საკონსულტაციო პორტფოლიოში შედის ბრიტანეთში, ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიაში, რუსეთში, საქართველოში, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ავსტრალიაში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან. მკვლევარი  ამჟამად დირექტორთა საბჭოების ეფექტურობასა და მართვის პრაქტიკაზე საფუძვლიან კვლევას ატარებს, რომელშიც 2 მილიონი ფუნტის ფინანსებია გაერთიანებული. მისი მონაცემთა  ბაზა მოიცავს 17 ქვეყანას და ათასამდე ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. 


ცოტა ხნის წინ ნადა კაკაბაძემ შოტლანდიაში აბერტის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის დოქტორ ნიკოლაი მორავიევთან თანაავტორობით გამოსცა წიგნი - მეწარმეობა და გლობალური ქალაქები: მრავალფეროვნება, შესაძლებლობა და კოსმოპოლიტიზმი.


წიგნი მკითხველს აწვდის  სურათს იმის შესახებ, თუ რატომ არიან წარმატებული უნიკალური კოსმოპოლიტური ცენტრები მსოფლიოს მასშტაბით წარმოების განვითარებაში.


ნაშრომში გამოკვლეულია, თუ როგორ მოქმედებს წარმოების პოლიტიკა და პრაქტიკა ოკლენდში, ბერლინში, დუბაიში, ლონდონში, ნიუ იორკში, შანხაისა და სინგაპურში და როგორ ხდება სასიცოცხლო ეკონომიკური ზრდის, მდგრადობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. წიგნს ლაიტმოტივად გასდევს იდეა, რომ კოსმოპოლიტიზმი ხელს უწყობს ინდივიდუალური ფასეულობებისა და გადაწყვეტილებების მიღწევას, იგულისხმება მეწარმეები, ბიზნესი, ოჯახები, სპეციალური დაინტერესებული ჯგუფები, მთავრობები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვირტუალური საზოგადოებები.


ნადა კაკაბაძემ საკონსულტაციო სამუშაოები ჩაატარა სკანდინავიასა და ევროპაში, ასევე შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ასევე თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთის მთავრობის დეპარტამენტებისა და კანადის ფედერალური მთავრობისთვის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ნადა კაკაბაძე 2013 წლის იანვარში არჩეულ იქნა ევროპულ მეცნიერებათა აკადემიის წევრად.  მისი კლიენტები კერძო სექტორიდან გახლავთ Alliance & Leicester, Citigroup, Microsoft, Motorola და Vodafone Australia.

 

მოამზადა მარიამ მორგოშიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up