წარმოებულია საქართველოში - ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ადგილობრივი ფერმერის მოყვანილი ტკბილი სიმინდი კარფურში იყიდება

წარმოებულია საქართველოში - ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით ადგილობრივი ფერმერის მოყვანილი ტკბილი სიმინდი კარფურში იყიდება

access_time2019-10-17 12:32:56

კახეთში მოყვანილი ტკბილი სიმინდის სუპერმარკეტში გაყიდვა პირველი ფართომასშტაბიანი წარმატებაა ევროკავშირის და FAO-ს პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების პროდუქტიულობის და შემოსავლების ზრდას, თანამედროვე მიდგომებით და მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირებით.


16.10.2019 – საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი, რაიმუნდ იელე FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარს საკუთარი პროდუქციის „კარფურის" მაღაზიათა ქსელში შეტანის პირველ დღეს პირადად შეხვდა.


დავით და ვალენტინა კაპანაძეები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ლაგოდეხის ქალაქ თამარიანში ეწევიან. მათ FAO-ს აგრონომებისა და ექსპერტების დახმარებით, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, წელს ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს და ადგილზე თანამედროვე ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა დანერგეს. პროექტის დახმარებით, მოხდა დავითის და ვალენტინას დაკავშირება ჰიპერმარკეტ კარფურთან, რომელიც ხვალიდან რეგულარულად შეისყიდის ფერმერის მიერ ნაწარმოებ, უმაღლესი ხარისხის ტკბილი სიმინდის მოსავალს.


"სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ფერმერებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება საქართველოში, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნის მისაღწევად, FAO-თან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ დავითისა და ვალენტინას მსგავს ადგილობრივ ფერმერებთან, რათა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა დავნერგოთ და ფერმერებისა და კომპანიების გრძელვადიან ბიზნესურთიერთობებს ხელი შევუწყოთ. ამ წარმატების მაგალითიდან ჩანს, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი მცირე ფერმერებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობები არსებობს. ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბება და ბრენდის 'წარმოებულია საქართველოში' ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება, რასაც მომხმარებლებიც ელიან," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


„კომერსანტი“





„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...


მსგავსი სიახლეები

up