წარმოებული ელექტროენერგიის 21%-ზე მეტი 11-მა კომპანიამ მოიხმარა

წარმოებული ელექტროენერგიის 21%-ზე მეტი 11-მა კომპანიამ მოიხმარა

access_time2021-05-04 12:30:53

იურიდიული პირი, რომელიც წლიურად 180 მლნ კვტ/სთ-ს ან უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, სავალდებულო წესით, ენერგოდისტრიბუტორების გვერდის ავლით პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირდება. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სხვა, შედარებით მცირე ზომის კომპანიებსაც შეუძლიათ. 2020 წელს 11-მა უმსხვილესმა კომპანიამ ჯამში 2.436 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების 20%-ზე ოდნავ მეტია და გენერაციის 21.8%-ს უტოლდება.


ყველაზე მეტი - 1.012 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია „ჯორჯიან მანგანეზის“ ანგარიშზე მოდის. „ჯორჯიან მანგანეზი“ უმსხვილესი ქართული ინდუსტრიული ჯგუფია რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ვარციხის ჰიდროელექტროსადგურსა და კლინიკა „ფერომედს“ აერთიანებს. 2020 წელს ფეროშენადნობის ექსპორტმა $247 მლნ შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 7.45%-ის ტოლია. იმავე 2020 წელს ვარციხეჰესმა 591 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, ანუ მთლიანი ჯგუფის საჭიროების 58.4%.


მეორე ადგილზე 266 მლნ კვტ/სთ-ით „რუსთავის აზოტია.“ აზოტოვანი სასუქების ექსპორტმა გასულ წელს $72 მლნ შეადგინა - მთლიანი ექსპორტის 2%-ზე მეტი. სასუქის გარდა რუსთავის აზოტი ამონიუმის სულფატს, ნატრიუმის ციანიდს, თხევად ამიაკს, ამიაკის წყალს, აზოტმჟავას, თხევად ჟანგბადს, აირად ნახშირორჟანგს, თხევად ნახშირორჟანგს, თხევად აზოტს, მშრალ ყინულსა და აირად აზოტსაცაწარმოებს.


2020 წელს „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიამ“ 201 მლნ კვტს/სთ მოიხმარა და მესამე ადგილი დაიკავა. კომპანია საქართველოში 2006 წლიდან საქმიანობს. კასპში, რუსთავსა და ფოთში ფლობს 4 ქარხანას და წლიურად 2 მლნ ტონას აწარმოებს. მის ძირითად ბაზარს, საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანი წარმოადგენს.


178 მლნ კვტ/სთ-ით მეოთხე ადგილს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იკავებს. კომპანიის ძირითად საქმიანობას თბილისისა და მისი შემოგარენის წყალმომარაგებაა. კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 0.5 მლნ-ს აღემატება, საიდანაც 480 000 ფიზიკური პირია, 30 000 - იურიდიული. თბილისის წყალსადენის ქსელის სიგრძე, დიამეტრით 13 მმ-დან და 1400 მმ-მდე 3000 კმ-ზე მეტია. მაგისტრალური წყასადენები თუჯის და ფოლადის მილებით არის მოწყობილი, განშტოებები კი უმეტესად ფოლადის მილებით.



წყალმომარაგებასა და საკანალიზაციო ქსელის ოპერირებასთან ერთად GWP ელექტროენერგიის გენერაციასაც ახდენს. 2020 წელს ჟინვალჰესიდან, თეთრხევიჰესიდან და ბოდორნაჰესიდან კომპანიამ 212 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა ანუ საკუთარ მოხმარებასთან შედარებით 19%-ით მეტი.


„რუსთავის ფოლადმა“ იმავე რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ გასულ წელს 172 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. ქარხანა უშვებს: არმატურას, უნაკერო მილებს, თუჯის სხმულებს, ლითონკონსტრუქციებსა და სხვა მეტალის დეტალებს.


რაც შეეხება ბიტკოინების წარმოებას, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობის ენერგიას მოითხოვს, ამ მხრივ გაცილებით უფრო დიდი პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთშია, ვიდრე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2020 წელს „ბიტფურმა“ 132 მლნ კვტ/სთ მოიხმარა. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ კომპანიას იაფი დენი აქვს და არა უფასო, დაბალ ფასი კი დღგ-სგან გათავისუფლებით მიიღწევს. რაშიც სხვა 118 ლარს იხდის ბიტფურისთვის ის 100 ლარი ღირს, აფხაზეთში - ნული, რის გამოც რეგიონის მოხმარებამ 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისის მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო.


4 კომპანიის: „ჯი ემ თი გრუპის,“ „ჯეოსთილის,“ „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიასა“ და „რუსელოისის“ წლიურმა მოხმარებამ თითოეულის შემთხვევაში 100-100 მლნ კვტ/სთ შეადგინა. შედარებით მცირე - 74 მლნ კვტ/სთ მოიხმა RMG Group-მა. პირდაპირი მომხმარებლების ბაზაში 2020 წლის ბოლოსთვის სულ 17 კომპანია იყო რეგისტრირებული, მაგრამ მათგან 6-ს ნომინალური ადგილი ეკავა. მათმა ჯამურმა მოხმარებამ მხოლოდ 1.8 მლნ კვტ/სთ შეადგინა.


სიაში არაა „თბილისის სატრანსპორტო კომპანია. პანდემიამდე თბილისის მეტრო წლიურად 66 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია ესაჭიროებოდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up