,,წარმოების დიდი ნაწილი ისევ ექსპორტზე გავა“ - როგორ ემზადება რთველი 2021-სთვის ,,შუხმან ვაინ ჯორჯია

,,წარმოების დიდი ნაწილი ისევ ექსპორტზე გავა“ - როგორ ემზადება რთველი 2021-სთვის ,,შუხმან ვაინ ჯორჯია

access_time2021-09-12 20:00:21

რთველი 2021-ს დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. კომპანია ,,შუხმან ვაინ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კომპანია წლევანდელი მოსავლის უდიდეს ნაწილსაც ექსპორტზე გაიტანს.

მისივე თქმით, მათ კიდევ ერთ მიმართულებას, სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, წელს ძირითადად ქართველო დამსვენებლები სტუმრობდნენ.

,,სასტუმროს ნაწილში, წელს ცალსახად ადგილობრივი ტურიზმი იყო დომინანტი. გარდა იმისა, რომ უცხოელი სტუმრები ვერ ჩამოდიოდნენ ქვეყნაში, ან თავის იკავებდნენ ეპიდ სიტუაციის გამო, ქართველ დამსვენებლებსაც პრობლემა ექმნებოდათ სხვადასხვა ქვეყნებში წასვლაზე და შეიძლება ითქვას, რომ ამან შიდა ტურიზმში პოზიტიური როლი შეასრულა“,- ამბობს კომპანიის დირექტორი.

ნუცა აბრამიშვილის განმარტებით, კომპანიისთვის პირველივე წლებიდან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრები და არა დსთ-ს ქვეყნები, რომელიც ქართული ღვინისთვის ტრადიციული ბაზარია და შესაბამისად, ნაკლები მუშაობაა საჭირო იქ, თავის დასამკვიდრებლად.

,,რაც შეეხება ჩვენს მეორე, ძირითად მიმართულებას, მეღვინეობას, ჩვენი ვენახების მოსავალი უნდა ავიღოთ. გვაქვს გარკვეული ზარალი, რომელიც გამოიწვია 3 კვირის წინანდელმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში. წელსაც, ამინდმა კახეთში თითქმის ყველა მევენახე დააზარალა. ზოგადად კი, ჩვენ მიკროზონაში შეძლებისდაგვარად კარგ ყურძენს ველოდებით, რაც შემდგომ კარგი ხარისხის ღვინოზე აისახება.


კომპანიისთვის პირველივე წლებიდან პრიორიტეტია საერთაშორისო ბაზრები და ნაკლებად დსთ-ს ტრადიციული ბაზრები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო რთული სამუშაოა, უფრო დიდი კონკურენციის ეტაპების გავლა გვჭირდება. შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიება ვაქვს ხოლმე, ეს იქნება გავლენიან გამოცემებში სტატიები, გამოფენებში მონაწილეობა თუ ქვეყანაში გავლენიანი ექსპერტების მოწვევა და ჩვენი ღვინოების დაგემოვნება. „შუხმანი“ ყოველწლიურად დიდ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ წლიდან წლამდე ვახერხებთ ბაზრების მეტად დივერსიფიცირებას. წელსაც, როგორც გასულ წლებში, გვაქვს მოლოდინი, რომ წარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა,- განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ წლიურად სხვადასხვა დასახელების 1.5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, აქედან 97%-ს კი, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ყიდის.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up