წაქცეული მოსაცდელები და გადაუხდელი იჯარა - რატომ არ ასრულებს „ალმა“ ვალდებულებას

წაქცეული მოსაცდელები და გადაუხდელი იჯარა - რატომ არ ასრულებს „ალმა“ ვალდებულებას

access_time2022-04-19 11:00:31

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტობუსის გაჩერებაზე მოსაცდელი წაიქცა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია დაზიანდა. მომხდარის შესახებ თბილისის მერიაში კომენტარისგან დღემდე თავს იკავებენ.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„კომერსანტმა“ გადაწყვიტა გაერკვია დეტალები ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების ვადების და პირობების შესახებ, რომელიც კომპანია „ალმა-ტრანსპორტს“ დაახლოებით 6 წლის წინ დაეკისრა.


როგორც აღმოჩნდა, წლების წინ თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი 2016 წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „ალმა-ტრანსპორტს“ მოსაცდელების მონტაჟი 2017 წლის მაისამდე უნდა დაესრულებინა.


„ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20 წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.


გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი განთავსდება“
, - აღნიშნავდნენ თბილისის მერიაში.


თუმცა 6 წლის შემდეგაც კი კომპანია „ალმა-ტრანსპორტს“ თავისი ვალდებულება შესრულებული არ აქვს. უფრო მეტიც, იმის ნაცვლად რომ თბილისი მერიას შესაბამისი ჯარიმა დაეკისრებინა კომპანიისთვის, მას პირგასამტეხლო ჩამოაწერეს და იჯარის გადახდის ვალდებულებაც გადაუვადეს.


თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ თბილისში უკვე ნორმად იქცა ახლადდამონტაჟებული და წაქცეული ავტობუსის მოსაცდელები, გარე განთების ბოძები, ჩამოვარდნილი ჭერები, საზეიმოდ გახსნილი და ჩავარდნილი ხიდები და სხვა მსგავსი შემთხვევები, რადგან შემსრულებელი კომპანია ყოველთვის მთავრობასთან დაახლოებული პირების საკუთრებაა.



„თბილისში, ავტობუსის 700 მოსაცდელის დამონტაჟების ექსკლუზიური უფლება 2016 წელს მერიამ კომპანია „ალმას“ გადასცა, ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ, ინტერესთა გამოხატვის გზით მოხდა. ამ კომპანიის უკან ცნობილი ბიზნესმენი და ქართული ოცნების მხარდამჭერი სოსო ფხაკაძე დგას.
მერიასგან „ალმას“ დაევალა ავტობუსის მოსაცდელების დამონტაჯება, სამაგიეროდ 20 წლის განმავლობაში მას ექნებოდა სარეკლამო ადგილების გამოყენების და შესაბამისად გაქირავების საშუალება. რეკლამის ფასები ათეულობით დოლარი ღირს, ხოლო „ალმა“ ვალდებული იყო 2016 წლიდან სახელმწიფოში იჯარის სახით 1 კვ.მ-ზე გადაეხადე 7 ლარი თვეში. სამუშაოები 2017 წელს უკვე უნდა დასრულებულიყო.


როდესაც 2021-2022 წლის საკრებულოს დადგენილება ვნახე, 5 წლის თავზე კომპანიას კიდევ 160 მოსაცდელი ჰქონდა დარჩენილი. გარდა ამისა, შეუცვლეს იჯარის გადახდის წესი და 2016 წლიდან კი არა, როდესაც დაასრულებს სამუშაოებს შემდეგ დაიწყება ათვლა. ვადებში ვერშესრულების პირგასამტეხლო რაც იყო ისიც ჩამოაწერეს და გამოვიდა, რომ ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა დააკლდა. რამდენიმე დღის წინ შემოვიდა დამატებით საკრებულოში მოთხოვნა, რომ კომპანია „ალმას“ კიდევ 2 წლით, 2041 წლამდე გაუხანგრძლივდეს ამ მოსაცდელებზე რეკლამის განთავსების და თბილისელების ხარჯზე ფულის შოვნის ნებართვა. ნორმალურ ქვეყანაში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარი ფაქტის გამო, სადაც მოსაცდელი წაიქცა, მინიმუმ უნდა უუქმებდნენ შეთანხმებას“,
- ამბობს ანა გოგოლაძე.


მისი თქმით, თბილისის მერიას და აუდიტის სამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართა და ამ დრომდე ელოდება პასუხებს.


„წერილობით მივმართე პირველი, თბილისის მერიას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს თბილისის მასშტაბით დამონტაჟებული ავტობუსების მოსაცდელების შემოწმება, ვინაიდან მოსაცდელების ხარისხიდან გამომდინარე, არსებობს ეჭვი ვიხილოთ ანალოგიური სურათი. ასევე, მივმართე აუდიტის სამსახურს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს თბილისის მერიასა და კომპანია ალმას შორის დადებული ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, რომელშიც ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. თუმცა გასაგებია რატომ ხდება ასე, ეს არის „ვისოლის“ შვილობილი კომპანია, სოსო ფხაკაძის „ქართულ ოცნებასთან“ კარგი ურთიერთობის შესახებ კი ყველასთვის ცნობილია“, აღნიშნავს გოგოლაძე.


აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 1–ელ ნოემბერს შპს „ალმა ტრანსპორტი“ შეერწყა შპს „ალმას“ და 3 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მხარედ განისაზღვრა შპს „ალმა“.


დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ კომპანია „ალმასაც“ დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემა 14 აპრილიდან დღემდე ვერ მოხერხდა. 


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up