"წამყვანი, რომელმაც პუტინი შეურაცხყო, რუსთავი 2-დან გაათავისუფლეს" - რუსული მედია გაბუნიაზე

access_time2019-08-21 19:15:36

რუსული მედია რუსთავი 2-ის ახალი ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანის, გიორგი გაბუნიას, გათავისუფლებას აქტიურად გამოეხმაურა.


გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში რუსული სამთავრობო და პროპაგანდისტული მედია აჭრელდა სათაურებით "წამყვანი, რომელმაც პუტინი შეურაცხყო, რუსთავი 2-დან გაათავისუფლეს".


კრემლისტური მედია მთავარ აქცენტს სწორედ იმაზე აკეთებს, რომ გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა და არა იმაზე, თუ რა იყო წამყვანის გათავისუფლების გაცხადებული მიზეზი.


РИА Новости-ის სათაური: რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა


მოგვიანებით სააგენტომ კიდევ ერთი ნიუსი მიუძღვნა, სადაც რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის, შეფასებას გვთავაზობს. პოზნერი ამბობს, რომ რუსთავი -2ის ხელმძღვანელობის ადგილას, გაბუნიას მაშინვე გაათავისუფლებდა და არა 2 თვის შემდეგ.


რა თქმა უნდა, ტრენდს არც Sputnik ჩამორჩა, რომელმაც ამბავს ასევე ორი ნიუსი მიუძღვნას.


პირველის სათაური РИА Новости-ის იდენტურია: რუსთავი 2-ის ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა.



მოგვიანებით კი გამოცემამ ჟურნალისტს ვრცელი სტატია მიუძღვნა შეგონებებითა და ანდაზებით, რომ "რაც არ გერგება, არ შეგერგება". სტატიაში გაბუნიას სათაურშივე მოიხსენიებენ "უზრდელ წამყვანად", რომელიც რუსთავი 2-მა გაათავისუფლა.


Gazeta.ru-ს სათაური: რუსთავი 2-დან გათავისუფლებულია ჟურნალისტი გაბუნია, რომელმაც პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა.


INTERFAX.RU-ს სათაური: პუტინისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი ქართველი ჟურნალისტი რუსთავი 2-დან გათავისუფლებულია.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სააგენტო ვრცლად ყვებოდა გაბუნიას ტელეკომპანიიდან გაშვების გაცხადებულ მიზეზს, მთავარი აქცენტი მაინც იმაზე იყო, რომ პუტინის გინებიდან 2 თვეში ტელეკომპანიამ გაბუნია გაათავისუფლა. რუსული ახალი ამბების სააგენტოებისთვის ეს ამბავი ღირებული იყო იმდენად, რამდენადაც ის გიორგი გაბუნიას - პუტინისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხება. ხოლო სხვა ყველაფერი - ტელევიზიის ხელმძღვანელობის შეცვლა, საინფორმაციოს ხელმძღვანელის, გასართობი გადაცემისა და სხვა პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანების გათავისუფლება მხოლოდ ამბის დამატებითი ნაწილია.


რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ.


გარდა ამისა, იმავე ღამით ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ მოიწონა.


20 აგვისტოს რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.


ამის შემდეგ რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, დატოვეს. მათ განცხადება 9-საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს, რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. არხს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილიც ტოვებს.


მოგვიანებით ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე იქნება.


21 აგვისტოს არც დილის 9-საათიანი კურიერი გასულა, არც 12-საათიანი და არც 3-საათიანი. მათ ნაცვლად ეთერში სერიალები და რეკლამები გადიოდა.


18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.


თეგები:
გაბუნია



ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...


მსგავსი სიახლეები

up