წამლებზე ფასების რეგულირების რისკები:

წამლებზე ფასების რეგულირების რისკები: "შეიძლება ზოგიერთი მედიკამენტი გაქრეს"

access_time2019-09-14 21:30:31

"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი სახელმწიფოს მიერ წამლების ფასის დარეგულირებაში გარკვეულ რისკებს ხედავს.მისი თქმით, ამან შეიძლება ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტიც კი გამოიწვიოს, რაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც მოხდა.


"მთავარია, რა მედიკამენტებზე გავრცელდება რეგულაცია და რა მექანიზმით, ასევე, როგორი იქნება წინამოსამზადებელი ეტაპი.


საქართველოში რეგულაციაზე დასაწყისისთვის შეიძლება ვიმსჯელოთ ისეთ მედიკამენტებზე, როგორიც არის ქრონიკული დაავადებებისთვის განკუთვნილი წამლები, თუმცა ეს უნდა იყოს მცირე ნაწილი, რადგან ასეთი რეგულაციების შემოტანის მაგალითები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებობს და ამან ძალიან ნეგატიური შედეგი მოიტანა.


რისკები საკმაოდ ბევრია. მთავარი რისკი რაშია? – არ მოხდეს მედიკამენტების ბაზრიდან გაქრობა, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორედ მომხმარებლის ინტერესს დააზიანებს.


ფასთა რეგულაციის ყველა მედიკამენტზე ერთად შემოღება, უბრალოდ არ იქნება გამართლებული", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.


კითხვაზე, რა სახით შეიძლება მოხდეს სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე ფასების რეგულაცია, ირაკლი მარგველაშვილი საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს.


"რეგულაცია არსებობს სხვადასხვანაირი - ზოგიერთი ქვეყანა კონკრეტულ ფასს აწესებს, რა ფასის მედიკამენტები უნდა შევიდეს ქვეყანაში. ქვეყნების ნაწილი აწესებს ზღვარს - რამდენი შეიძლება დაამატოს საბითუმო რეალიზატორმა, საცალო რეალიზატორმა და ა.შ.


რეგულაცია საერთოდ არ არის აშშ-ში, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე დიდი მომხმარებელია. ზოგადად, მსგავსი რეგულაცია დამოკიდებულია - ბაზრის მოცულობასა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მედიკამენტების ფასებს ნაწილობრივ დაარეგულირებს.


BMG

თეგები:
წამლები



ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up