„წამლების სიძვირე დისტრიბუტორების მოგების მაღალი მარჟით არ იყო განპირობებული“

„წამლების სიძვირე დისტრიბუტორების მოგების მაღალი მარჟით არ იყო განპირობებული“

access_time2022-06-23 19:00:00

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, რომ როდესაც საუბარია მარჟებზე, აუცილებლად უნდა ვნახოთ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნა,სადაც ამ რაოდენობის მარჟებზე საუბარი არ არის.


„რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, ბიზნესის და სახელმწიფოს ძალიან კარგი პარტნიორობით შევძელით, რომ დაბალი ფასებისთვის მიგვეღწია. მარტო ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხართ, რომ 3 თვეში მოსახლეობამ 12-13 მლნ ლარი დაზოგა. ეს ძალიან დიდი შეღავათია, დაახლოებით 60 000-მა ადამიანმა ისარგებლა ჩვენთან“, — აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.


საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ხსნის, თუ რატომ იყო თურქეთის ბაზრის გახსნამდე კონკრეტულ მედიკამენტებზე ძვირი ფასები და აცხადებს, რომ მაღალი მარჟა დისტრიბუტორის მაღალი მარჟიდან არ გამომდინარეობდა. „ეს განპირობებული იყო ჩვენი როგორც პატარა ქვეყნის გამოწვევიდან. თურქეთს, როგორც დიდ ქვეყანას აქვს საერთაშორისო მწარმოებლებისგან უკეთესი პირობები, ვიდრე საქართველოს. ჩვენ შევძელით ამ პირობებით დავიწყოთ მედიკამენტების შემოტანა,“-აცხადებს გამყრელიძე.



როგორც ცნობილია, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მედიკამენტები 400%-იანი ფასნამატით იყიდებოდა, ეს კი პირდაპირ ძარცვაა. პრემიერის განცხადებით, თურქული ბაზრის გახსნა და რეცეპტების ელექტრონული წესით გაცემა ბაზარს ფასების დარეგულირებასა და დაწევაში დაეხმარება.


რაც შეეხება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე,რიგ შემთხვევებში, აღწევდა 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებში იყო.


შეგახსენებთ, ”საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ევექსის, სადაზღვევო კომპანია იმედი L-ისა და კომპანია „გეფას“ ფარმაცევტული ქსელების (ჯიპისი და ფარმადეპო) მფლობელია თურქეთის ბაზარი კი მედიკამენტების იმპორტისთვის 2022 წლის იანვარში გაიხსნა.


წყარო: business-partner.ge





7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...


მსგავსი სიახლეები

up