წამლების ფასების კონტროლის ავკარგიანობა

წამლების ფასების კონტროლის ავკარგიანობა

access_time2021-12-04 10:00:39

სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასის კონტროლის დაწესება ახალი არ არის. ერთ-ერთი ისტორიული პრეცედენტი საფრანგეთის რევოლუციის დროს პურის ფასის ზედა ზღვრის განსაზღვრაა. 

საქართველოში ამის მაგალითი ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასების რეგულირების მიმართულებით დაწყებული მსჯელობები და გადადგმული ნაბიჯებია. თუმცა, რამდენად „კარგი“ მოტივაციაც არ უნდა ჰქონდეს ფასის კონტროლს, ეკონომიკური თვალსაზრისით, არცთუ ისე დადებითი შედეგები მოაქვს.

რა არის ფასის კონტროლი?

ფასების კონტროლი ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც კონკრეტულ პროდუქტებზე ან მომსახურებაზე ფასების ზრდის შეჩერებას ხელოვნურად უშლიან ხელს. ძირითადად, ფასების კონტროლი ზედა ზღვრის (ceiling price) დაწესებასთან ასოცირდება, თუმცა, არსებობს ქვედა ზღვარიც (floor price). თუ ფასისთვის ზედა ზღვრის დაწესებას მომხმარებლის „კეთილდღეობით“ ამართლებენ, ქვედა ზღვრის დაწესება ბაზარზე ფასების ხელოვნურად დაგდებისა და ჯანსაღი კონკურენციის შეფერხების აღმოსაფხვრელადაა მიმართული. საქართველოში ფასის ქვედა ზღვრის დაწესების რეგულაციები არსებობს, რომელიც ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებებითაა ცნობილი. თეორიული მსჯელობით, ფასების ზედა ზღვრის დაწესებით მომხმარებლები ნაკლებს გადაიხდიან პროდუქტსა თუ მომსახურებაში და მონო(ოლიგო)პოლიებს არ მისცემს საშუალებას, ფასი არაგონივრულად მაღალ დონეზე ასწიონ. ქვედა ზღვრის კონტროლის შემთხვევაში, მწარმოებლებს არ ექნებათ საშუალება, ბაზარზე არსებულ ფასებზე გაცილებით დაბალი ფასით ხელოვნურად შეუშალონ ხელი კონკურენციას (distort). ეს კი კომპანიების მხრიდან გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტი და არაჯანსაღი გავლენის მოპოვების შესაძლებლობას აღმოფხვრის.

პოლიტიკურ და იდეოლოგიურ არგუმენტებს მიღმა, მნიშვნელოვანია რეალური ეკონომიკური შედეგები, რომელიც ფასების კონტროლს მოჰყვება. ფასების ზედა ზღვრის დაწესების ყველაზე მთავარი ეკონომიკური ეფექტი დეფიციტის შექმნაა. კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასი შედგება სხვადასხვა ფაქტორის ნამატით, მათ შორის ერთ-ერთი გადასახადებია. ფასების კონტროლის შემოღებამდე მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის წონასწორული ფასით ვაჭრობა მიმდინარეობს. არავინ უარყოფს, რომ შეიძლება, ეს ვაჭრობა უსამართლო ან უთანასწორო იყოს. თუმცა, თუ ეს ხდება, სწორედ „დაავადების“ მოგვარებისკენ მიმართული პოლიტიკაა საჭირო და არა „სიმპტომის“ – ფასის კონტროლისკენ. ფასების კონტროლის მექანიზმი კი სიმპტომებს „მკურნალობს“.

ზედა ზღვრის დაწესების შემთხვევაში მწარმოებლებს ნაკლები პროდუქციის წარმოების, ხოლო მომხმარებლებს მეტის შეძენის სურვილი აქვთ. სწორედ ამ დროს ჩნდება მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხვაობა, რომელსაც დეფიციტი ჰქვია. მოცემულ დიაგრამაზე ზედა ზღვრის დაწესებით წარმოქმნილი დეფიციტის ილუსტრირებაა. 




მედიკამენტების ფასების კონტროლი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბრის თვეში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 12,8% შეადგინა, ხოლო ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქტზე ფასები განსხვავებულად გაიზარდა, საშუალოდ 8,4%-ითსაერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს 13,5%-იანი ინფლაცია იქნება და აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილს დაიკავებს. მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ საშუალო წლიური ინფლაციაა, რომელიც ყოველთვიურად იზრდება. პარალელურად, შესაძლებელია იმის აღნიშვნაც, რომ ჯანდაცვის სექტორში მედიკამენტების წარმოება/იმპორტის ბიზნესში არც ისე დიდი კონკურენციაა. თუმცა, ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ფარმაცევტული კომპანიები შეთანხმებულად ზრდიან ფასებს და მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტებს გაცილებით დაბალი ფასები აქვს. 

რასაკვირველია, ფასების კონტროლი ცალსახად უარყოფითი ან დადებითი მოვლენა არ არის, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკაზე უფრო მეტად ნეგატიურ გავლენას ახდენს, ვიდრე პოზიტიურს. ამ შემთხვევაში, ზედა ზღვრის დაწესება უფრო საინტერესოა, ვიდრე ანტიდემპინგური ღონისძიებები. ჯანდაცვის სფეროში მედიკამენტებზე ფასებისა და ხარისხის რეგულირების ინიციატივები წლებია არსებობს, თუმცა, რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებთან ასე ახლოს ჯერ არ ვყოფილვართ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტებზე ფასის კონტროლის დაწესება თეორიულად შეიძლება, სასარგებლო იყოს, გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში მედიკამენტების ფასების შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კი ფასებისა და ხარისხის რეგულირების შესახებ აქტიურად დაიწყო მსჯელობა. ექსპერტები და ეკონომისტები საუბრობენ, რომ რეგულაციები გარკვეულ დეფიციტს შექმნის მედიკამენტების ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ წამლები შესაძლოა, იაფი ღირდეს, თუმცა, ნაკლები ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მეორე სცენარით, შესაძლოა, ხელმიუწვდომელი არ იყოს, თუმცა, შემცირდეს ხარისხი, რადგან ახალი რეგულაციის ფასით, მწარმოებლებს შეეძლებათ დაბალი ხარისხის, თუმცა, საკმარისი რაოდენობის პროდუქციის დამზადება. პარალელურად, რადგანაც ოფიციალურად წარმოებულ პროდუქციაზე სხვადასხვა გადასახადი მოქმედებს, ახალი რეგულაციის ფარგლებში, ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც იქნება, რაც შავი ბაზრის აღმოცენების წინაპირობას შექმნის. არალიცენზირებულმა, გადასახადების გარეშე არსებულმა პროდუქციამ, შესაძლოა, სხვა პრობლემები შეუქმნას მომხმარებლებს.

ფასის კონტროლის ცუდი მაგალითები

1971 წლის აგვისტოში, ინფლაციის კონტროლის მიზნით, პრეზიდენტმა ნიქსონმა ფასების ზრდა უკანონოდ გამოაცხადა. შეიქმნა დეფიციტი თითქმის ყველა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, ყველაზე მეტად კი ეს გაზგასამართ სადგურებზე იგრძნობოდა, სადაც, უბრალოდ, აღარ იყო საწვავი. მოსახლეობა საათობით იდგა რიგებში, რათა მანქანის ავზები შეევსოთ. 

პარალელურად, იმავე წლის ზამთარი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთვის საშინლად ცივი იყო და მოთხოვნა საწვავზე გაიზარდა. დასავლეთ სანაპიროზე კი უამრავი ნავთობი იყო. ფასის კონტროლის გამო აზრი არ ჰქონდა ნავთობის გაყიდვას აღმოსავლეთში, შესაბამისად, ნავთობის დეფიციტი შეიქმნა და მოსახლეობა ყინვაში ატარებდა ზამთარს. მწარმოებლებს ან ბიზნესმენებს არ ჰქონდათ მოტივაცია, ნავთობი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაეტანათ, რადგან ფასი იგივე იქნებოდა.  

ფასების ქვედა ზღვრის ერთ-ერთი მაგალითია მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც მგრძნობიარე თემაა ათეულობით ქვეყანაში. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მინიმალური ხელფასის გაზრდა უმუშევრობის დონესაც ზრდის. 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერიოდში ფასების კონტროლი ეკონომიკას დააზიანებს. ის მოცემულობა, რომ მომხმარებლები ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს ან ნებისმიერ სხვა პროდუქტს, არა ხელოვნური კონტროლით, არამედ კონკურენციის ზრდითა და დოვლათის შექმნით უნდა გადაწყდეს. 


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up