Walt Disney 2021 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში 60-მდე მაღაზიას, ე.წ. Disney Store-ს დახურავს. ამის შესახებ განცხადებას CNBC-ი ავრცელებს.
კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ელექტრონულ კომერციაზე იქნება ორიენტირებული, რაც ტრადიციული ოფლაინ-მაღაზიების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
მიზეზი კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გახდა. ლოკდაუნის გამო Disney Store-ს მაღაზიების უმრავლესობა დაიკეტა. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ Walt Disney-მ ფინანსური კრიზისის გამო სტუდია Blue Sky დახურა.
imedinews.ge