Wallmart-ი შემოსავლების შემცირებისა და ინფლაციის გამო, თანამშრომელთა ნაწილს ათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიამ ოთხაშაბათს, კვარტლური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
25 ივლისს, როგორც ცნობილი გახდა, Wallmart-ი წელს წმინდა მოგების პროგნოზს ამცირებს.
CNBC-სთან ინტერვიუში, საცალო ვაჭრობის გიგანტმა თანამშრომლების გათავისუფლება აღწერა, როგორც „კომპანიის უკეთესი პოზიციონირების საშუალება ძლიერი მომავლისთვის“.
კომპანიამ დაახლოებით 200 თანამშრომელი დაითხოვა.
ანა ჰეტფილდმა, Wallmart-ის სპიკერმა, არ დააკონკრეტა, - რომელი განყოფილებებიდან გაათავისუფლეს თანამშრომლები, მაგრამ აღნიშნა, რომ კომპანია აგრძელებს ახალი კადრების მოძიებას მზარდი განყოფილებებისთვის.
Wallmart-ი ასევე აღნიშნავს, რომ მომხარებელი, ნავთობსა და ზოგადად პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მატების გამო, წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით მეტს ხარჯავს, რის გამოც სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა ტანსაცმელი, მოთხოვნამ იკლო.
Wallmart-ი ამერიკაში ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიაა, 1.6 მილიონი თანამშრომლით, რის გამოც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად ითვლება. სამომავლოდ, კომპანიის არასაიმედო პროგნოზმა ინვესტორებში შეშფოთება გამოიწვია და ნეგატიური გავლენა იქონია.
25 ივლისს Wallmart-ის გარდა, Amazon-ისა და Macys-ის აქციების ფასიც დაეცა.
წყარო: cnbc.com