მსოფლიოში უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის ქსელმა Walmart-მა გაყიდვების რეკორდი პანდემიის პერიოდში, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზეც მოხსნა. 2020 წელს ამერიკულმა გიგანტმა $520 მლრდ-ის პროდუქციის რეალიზება შეძლო 2%-ით მეტის ვიდრე 2019 წელს და 68%-ით მეტის ვიდრე 2006 წელს.
ვოლმარტი 1962 წელს სემ უილტონმა დააარსა. 7 წლის შემდეგ კომპანია ღია სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და სწრაფი გაფართოვება დაიწყო. 2020 წლისთვის კომპანია 27 სახელმწიფოში 11500 ჰიპერმარკეტსა და სუპერმარკეტს ითვლიდა.
ვოლმარტი თავისი მასშტაბებით ბევრ სახელმწიფოს აჭარბებს. მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან $500 მრდ-ზე მეტი მშპ მხოლოდ 24-ს გააჩნია. Walmart რომ სახელმწიფო იყოს შემოსავლებით 84 მლნ-იანირანს, 115 მლნ-იან ეთიოპიას,165 მლნ-იან ბანგლადეშს, 206 მლნ-იან ნიგერიასა და 220 მლნ-იან პაკისტანს აჯობებდა.
Walmart-ში დასაქმებულთა რაოდენობა 2.2 მლნ-ს შეადგენს, რაც თავის მხრივ ესტონეთის, ლატვიის, ჩრდილო მაკედონიის, სლოვენიის, კვიპროსისა და ბაჰრეინის, აგრეთვე ერთად აღებული მონტენეგროს, ისლანიისა და ლუქსემბურგის მოსახლეობას აღემატება.
კომპანიის აქტივების ღირებულებამ 2020 წელს $237 მლრდ შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ შემოსავლიდან $14.9 მლრდ.
პირველობის მიუხედავად Walmart-ის წილი ინტერნეტ-გაყიდვების სასარგებლოდ მაინც მცირდება. თუ მისი გაყიდვები 2009-2019 წლებში 29%-ით გაიზარდა, იმავე პერიოდში AMAZON-მა 1043%-იანი ზრდა აჩვენა.
გიორგი ელიზბარაშვილი