Wall Street Journal: ზელენსკი მიხვდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით რთულია ვიდრე, ტელეეკრანზე

Wall Street Journal: ზელენსკი მიხვდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით რთულია ვიდრე, ტელეეკრანზე

access_time2020-05-21 20:30:44

ერთი წლის წინ ვლადიმერ ზელენსკიმ სატელევიზიო სერიალში კორუფციასთან მებრძოლი პრეზიდენტის როლიდან რეალურ ცხოვრებაში იმის შემდეგ გადაინაცვლა, რაც უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

 

ამ პერიოდის მანძილზე მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია- დეპუტატებს იმუნიტეტი მოუხსნა, პარლამენტმა იმპიჩმენტის ახალი, უფრო მარტივი პროცედურა დაამტკიცა, ასევე 13 მაისის გადაწყვეტილებით  ბანკის ყოფილი მფლობელებისთვის ჩამორთმეული ბანკების დაბრუნება აკრძალა - მათ შორის ოლიგარქ იგორ კოლომოისკის, რომელიც 1 წლის წინ ზელენსკის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა.

 

თუმცა, ანტიკორუფციული კანონები უმოქმედოდაა, ხოლო რამდენიმე ცნობილი რეფორმატორის (გენერალური პროკურორის, საბაჟო და საგადასახადო სამსახურების ხელმძღვანელების) გადადგომამ ევროპელი ოფიციალური პირების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

 

უკრაინა შტატებშიც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა იმის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიება სთხოვა - ეს ეპიზოდი ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების, ხოლო უკრაინისთვის - რეპუტაციის შელახვის მიზეზი გახდა.

 

„ძალიან ბევრ დაპირებები იყო, თუმცა, ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოძრაობა წინ შენელდა,და მეტიც -ზოგ საკითხში რეგრესიც გვაქვს“ - მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი“-ს ხელმძღვანელი დარია კალენიუკი.

 

ზელენსკის გუნდის წევრები უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის სირთულეს აღიარებენ.

 

„ჩვენი პრინციპული პოზიცია ყველა დონის კორუმპირებული ჩინოვნიკების მასშტაბურ წინაამღდეგობას აწყდება. თუმცა, ჩვენ დასახული მიზნისკენ სვლას მაინც ვაგრძელებთ“- ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.

 

ყველა, ვისაც უკრაინასთან რაიმე შეხება აქვს, ერთხმად აღიარებს - კორუფციამ ქვეყნის მთელი საზოგადოება მოიცვა, ხოლო არსებული სისტემა პროკურორების, მოსამართლეების, და მაღალჩინოსნების მოსყიდვის უამრავ საშუალებას იძლევა.

 

რიგითი უკრაინელები, იმას, რომ ყველგან და ყველაფერში საჭიროა „საჩუქრების“ მირთმევა - უკვე შეეგუენ. ეს ეხება ყველას - არა მხოლოდ მაღალჩინოსნებს, არამედ, მაგალითად ექიმებს, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად მედიცინა უკრაინაში უფასოა.


 

ასევე სკოლების მოსწავლეთა მშობლებსაც ქრთამის მიცემა უწევთ იმისთვის, რომ მათ შვილებმა კარგი ნიშნები მიიღონ.

 

იმის მიუხედავად, რომ ოლიგარქების კონტროლის ქვეშ ქვეყანაში არსებული კომპანიების მხოლოდ 2%-ა,  მათზე კორპორატიული შემოსავლების მეხუთედი და უკრაინაში არსებული ბიზნეს-აქტივების 25% მოდის. 

 

ბევრი უკრაინელი ზელენსკის და მისი ანტიკორუფციული დაპირებების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.


კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ ზელენსკის ბრძოლა კორუფციის წინაამღდეგ კრახით დასრულდა - და ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის ნოემბერში, ეს მაჩვენებელი 69%-ს შეადგენდა.

 

ამავე დროს Transparency International -ის კორუფციის  აღქმის საერთაშორისო რეიტინგში უკრაინა 6 ადგილით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 126-ე ადგილი დაიკავა.

 

კორუფციასთან ბრძოლას სეპარატისტების აქტიურობა და კორონავირუსის ეპიდემიაც აფერხებენ.  თანაც, აქტივისტების აზრით, ამ მიმართულებით არც თავად ზელენსკი არის სათანადოდ აქტიური.

 

უკრაინის მთავრობამ, გენპროკურორის პოსტიდან დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი რუსლან რიაბოშაპკა გაანთავისუფლა. პრეზიდენტი მას ანტიკორუფციული ქმედებების არასაკმარისი ეფექტურობის გამო აკრიტიკებს, ხოლო თავად რიაბოშაპკა მიიჩნევს, რომ ის პროფესიონალიზმის და პრინციპულობის გამო დაითხოვეს - კერძოდ, მან 700 პროკურორი გააგდო,  და სამართალდამცავების წინაამღდეგ 28 სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

მთავრობამ ასევე, გადააყენა საგადასახადო და საბაჟო სამსახურების უფროსები, რომლებმაც ამ პოსტებზე თავი  გამოიჩინეს.

 

ევროკავშირი-უკრაინას საბჭოს ხელმძღვანელი ვიოლა კრამონ-ტაუბადელის თქმით, ეს საკადრო ცვლილებები არაა კიევის სწორი სიგნალი ევროპელი მოკავშირეების მისამართით, და ქვეყნის ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაააქტიუროს.

 

ბრძოლის ერთ-ერთი რეალური გამოვლინება ბანკების შესახებ კანონი გახდა, რომელიც ზელენსკის მხარდამჭერის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ინტერესებს ეწინაამღდეგება - სწორედ ის იყო „პრივატბანკის“ მფლობელი 2016 წელს, როდესაც ეს ფინანსური ინსტიტუტი სახელმწიფოს ხელში გადავიდა. ახალი კანონის თანახმად, კოლომიოსკი მას ვერ დაიბრუნებს.

 

ზელენსკიმ ასევე ინფორმატორების დაცვის შესახებ კანონი მიიღო,  ასევე შექმნა ახალი ანტიკორუფციული უწყებები - მაგალითად, სპეციალური სასამართლო.

 

ერმაკის თქმით, მთავრობის კარები ახალი იდეებისთვის ღიაა, თუმცა, სწრაფ შედეგებს არ ელის.

 

ახალი პრეზიდენტის მუშაობის პირველი წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. უკრაინის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ტიმოფეი მილოვანოვის თქმით, ბრძოლა კორუფციასთან გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, და არის ბევრი საკითხი, რომელიც დაბალანსებას საჭიროებს.

 

თენგიზ აბლოთია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up