Wall street journal: საუდის არაბეთი ახალი სანავთობო ომით იმუქრება

Wall street journal: საუდის არაბეთი ახალი სანავთობო ომით იმუქრება

access_time2020-07-03 20:00:09

საუდის არაბეთი სანავთობო ბაზარზე ახალი საფასო ომის გაჩაღებას არ გამორიცხავს.კერძოდ, ერ-რიადი თავის ნავთობზე ფასდაკლებების კვლავ გამოცხადებით იმუქრება იმ შემთხევაში,თუ ოპეკის სხვა წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირების ვალდებულებებს არ შეასრულებენ.აპრილში საფასო ომის მიზეზი გახდა საუდელების და რუსების შეუთანხმებლობა, ამჟამად კი პრეტენზიების ადრესატები ანგოლა და ნიგერიაა, რომლებიც ნავთობს ჩინეთს აწვდიან.


თუ საფასო ომი ამ მიმართულებაზე მართლაც დაიწყო, მისი შეკავება ძალიან რთული იქნება,ის ნავთობის გლობალურ ფასზე ნეგატიურად იმოქმედებს.კონფლიქტი ნავთობის მოპოვების კვოტებს შეეხება, რომლებიც დადგინდა აპრილში ოპეკი-ს და რუსეთის საგანგებო შეხვედრის დროს, რომლის მიზანიც შავი ოქროს დრამატული გაიაფების შეჩერება იყო.აღმოჩნდა, რომ შეთანხმების ზოგიერთი მონაწილე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს  და ნავთობს კვოტით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით ყიდის.


საუდის არაბეთი ამას აპროტესტებს და 2 პირობას აყენებს. პირველი - თაღლითობაში მხილებულმა ქვეყნებმა შეუსრულებელი ვალდებულებების კომპენსირება უნდა მოახდინონ. ამისთვის მათ უახლოეს პერიოდში ნაკლები ნავთობი უნდა გაყიდონ. პირველი პირობის შესრულების შემდეგ ისინი  თავიანთ კვოტებს უნდა დაუბრუნდნენ და ნავთობის მხოლოდ შეთანხმებული რაოდენობა გაყიდონ.ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ერ-რიადი ახალი საფასო ომის წამოწყებით იმუქრება.


რამდენიმე კვირის წინ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა ეს ულტიმატუმი ანგოლას და ნიგერიას გაუგზავნა. მანამ ამის თაობაზე ოპეკ-ს შეთანხმების სხვა წევრებს შეატყობინა.მან მოითხოვა ანგოლის და ნიგერიისგან ნავთობმოპოვების დამატებითი შემცირების კონკრეტული გეგმის წარდგენა, თუმცა, 18 ივნისს ვიდეოკონფერენციის დროს მათ ამაზე უარი განაცხადეს.მათი წარმომადგენლების თქმით, ისინი მოპოვების და ექსპორტის დამატებითი შემცირებისთვის მზად არ არიან.


ამის საპასუხოდ ადბულაზიზ სალმანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ნავთობს ფასდაკლებით გაყიდის.ანგოლა და ნიგერია ნავთობს ძირითადად ჩინეთში და ინდოეთში ყიდიან და ამ ბაზარზე შეღწევა საკმაოდ მარტივია, მით უმეტეს ისეთი ძლიერი მოთამაშისთვის, როგორც საუდის არაბეთი.ჩინეთში საფასო ომის შეკავება რთული იქნება.ამ ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეს ნავთობის ფასს კიდევ ერთხელ ჩამოშლის.„ჩვენ ვიცით ვინ თქვენი მყიდველები ვინ არიან და მათთან უკეთესი შეთავაზებებით მივალთ“ - დაემუქრა აბდულაზიზ სალმანი აფრიკელებს.



ზეწოლა ერ-რიადის მხრიდან ოპეკში ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდება. რუსეთს და საუდის არაბეთს შორის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევიდან სულ რამდენიმე თვეში.


როგორც ცნობილია, მარტში მოსკოვი და ერ-რიადი მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, რამაც საფასო ომი და ნავთობის დრამატული შემცირება გამოიწვია. აპრილში მათ უთანხმოების დაძლევა მოახერხეს და ნავთობმოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.ახალი საფასო ომი შავი ოქროს გაიაფების მეორე ტალღას გამოიწვევს. სავარაუდოდ, ფასები მესამედით ჩამოიშლება.


აპრილში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ოპეკს შიგნით ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია.ანგოლის ენერგეტიკის მინისტრი დიამანტინო ასევედო საუდელი მინისტრის სატელეფონი ზარებზე არ პასუხობდა და 18 ივნისის ვიდეოკონფერენციაზე თავის მოადგილე მიავლინა.ფაქტია, რომ სანამ სხვა ქვეყნები თავიანთ ვალდებულებებს ასრულებენ და ნავთობმოპოვებას ამცირებენ, ანგოლა და ნიგერია ცდილობენ ამ სიტუაციის გამოყენებას ბაზრებზე საკუთარი წილების და მოგების გაზრდისთვის.შეუძლებელია ამან საუდის არაბეთის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს - აპრილის შეთანხმების მთავარი ავტორი ხომ სწორედ ერ-რიადი იყო.


ეს გარიგება თავისი მასშტაბებით რეკორდული იყო.ქვეყნები მაის-ივნისში დღე-ღამეში მოპოვების 7,7 მლნ.-ით, ხოლო ივლისიდან 2020 წლამდე - 8,5 ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ.


წყარო: wsj.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up