Wall street journal: რუსეთი აუცილებლად დაასრულებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას

Wall street journal: რუსეთი აუცილებლად დაასრულებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას

access_time2019-12-29 12:00:42

როგორც ცნობილია, თითქმის დასრულებული მშენებლობა შეწყდა იმის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი კანონს, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი სანქციების შემოღებას პროექტში მონაწილე კომპანიების წინაამღდეგ.

ეს ზომები შეეხება ყველა კომპანიას და კერძო პირს, ვინც ამა თუ იმ ფორმით ჩართულია  გაზსადენის მშენებლობაში, რომელიც გაივლის ბალტიის ზღვის ფსკერზე, დააკავშირებს ერთმანეთთან რუსეთს და გერმანიას, და გაზრდის რუსულ გაზის ექსპორტს ევროპაში.

ყველა ეს კომპანია დაკარგავს შტატებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც მათთვის ბევრად უფრო წამგებიანია, ვიდრე რუსულ პროექტიდან გასვლა.

ვაშინგტონი წლების მანძილზე ეწინაამღდეგებოდა ამ გაზსადენის მშენებლობას, რადგანაც მიიჩნევდა, რომ ის გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ.

.სანქციების შემოღებამ უკვე გამოიღო პირველი შედეგი - პროექტიდან გავიდა შვეიცარიული კომპანია Allseas Group - მსოფლიო ლიდერი სიღრმეზე მილების მონტაჟში. სწორედ ის მუშაობდა "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ს რეალიზებაზე "გაზპრომთან" კონტრაქტის საფუძველზე.

სანქციების შემოღებიდან სულ რამდენიმე საათში ამ კომპანიამ განაცხადა, რომ გადის პროექტიდან, რაც არაა გასაკვირი - Allseas Group-ს გააჩნია ფართო კონტაქტები ამერიკასთან, და შტატებთან თანამშრომლობა მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რუსეთთან.

გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ს მშენებლობაზე უკვე დაიხარჯა 10,5 მლრდ. დოლარი. გეგმის მიხედვით, ეს ეს მილსადენი იმუშავებს უკვე არსებულ "ჩრდილოეთ ნაკად"-თან ერთად, და გააორმაგებს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტს.

ეს პროექტი დიდი ხნის მანძილზე იწვევდა დაძაბულობას ამერიკას და გერმანიას შორის. გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ განიხილავს სანქციების საკითხს დონალდ ტრამპთან, რადგანაც ამ გაზსადენს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა გერმანიისთვის, და მთლიანად ევროპისთვის.

"ფედერალური მთავრობისთვის მიუღებელია ექსტერიტორიული სანქციები, რომლებიც ეხება გერმანულ და ევროპულ კომპანიებს, და წარმოადგენენ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას" - განაცხადა მერკელმა გაზსადენის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ განცხადებაში.

გერმანიის კანცლერის თანაშემწეთა ინფორმაციით, მერკელი და ვლადიმერ პუტინი განიხილავენ სანქციების საკითხს, და მიიჩნევენ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი მოახერხებს პროექტის დასრულებას.


21 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სანქციები ვერ შეაჩერებენ რუსეთის საგარეო-ეკონომიკურ პროექტებს, და მოსკოვი გააგრძელებს გაზსადენის მშენებლობას ვაშინგტონის წინაამღდეგობის მიუხედავად.

რუსეთმა დაადანაშაულა შტატები ევროპისთვის საკუთარი უფრო ძვირი თხევადი გაზის თავზე მოხვევაში, და ევროპის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისთვის შესუსტების მცდელობაში.

"საბოლოო ჯამში ევროპელები რჩებიან ყოველმხრივ წაგებულები. ვაშინგტონში გადაწყვიტეს, რომ კომერციული მოგების და გეოპოლიტიკური ამბიციების გამო შესაძლებელია არ დაინდო არავინ, მათ შორის პარტნიორი-ქვეყნები" - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

Allseas-ის წასვლამ შეუქმნა პროექტს დიდი სირთულეები. მისი ხომალდები Solitaire და Pioneering Spirit, რჩებიან სამუშაოების ჩატარების ადგილას, თუმცა, საქმიანობა შეწყვიტეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც პროექტის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 1 თვე.

 თუმცა, "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ს მენეჯმენტი მაინც აკეთებს ოპტიმისტურ განცხადებებს,

გაზსადენის მმართველი ჰოლდინგის წარმომადგენლის იენს მიულერის თქმით, მშენებლობა დასრულდება შვეიცარიული კომპანიის წასვლის მიუხედავად.

"ამ პროექტის დასრულება აუცილებელია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთის, და მასში ჩართულ კომპანიებთან ერთად  ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველაფრის მიუხედავად რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ მშენებლობა"  - განაცხადა მან.

სანქციების მოლოდინში "გაზპრომმა" მოახდინა საკუთარი სამშენებლო ხომალდების მოდიფიცირება, და ასევე გემების, რომლებიც ეკუთვნის რუსულ კომპანიებს - ისინი არ მუშაობენ სხვა ქვეყნებში, და ამიტომაც მათ არ ეშინიათ ამერიკული სანქციების.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა რუსული ОАО «МРТС» - სავარაუდოდ, ის ფლობს ხომალდებს, რომლებსაც შეუძლიათ ბალტიის ზღვის ფსკერზე მილების მონტაჟის გაგრძელება და დასრულება.

"გაზპრომი" ფლობს გაზსადენის აქციათა საკონტროლო პაკეტს, პროექტს ფინანსურად უჭერს მხარს 5 ევროპული კომპანია  -  ავსტრიული OMV, ბრიტანულ-ჰოლანდიული Shell, ფრანგული Engie, ასევე გერმანული  Uniper და Wintershall.

იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული სანქციები შეეხება კონსორციუმში შემავალ ევროპულ კომპანიებს, "გაზპრომი" გამოისყიდის მათ აქციებს და მოახდენს პროექტის იზოლირებას სანქციებისგან - განაცხადა რუსული ენერგოგიგანტის წარმომადგენელმა.

გერმანული Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ბრაისონმა განცხადა, რომ მისი კომპანია მუდმივ კონტაქტშია გერმანიის მთავრობასთან სანქციებთან დაკავშირებით.

"ჩრდილოეთ ნაკადი-2" - ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. სადღეისოდ ევროპაში იზრდება მოთხოვნა და მცირდება გაზის მიწოდება, ამიტომაც ეს გაზსადენი აუცილებლად ამუშავდება" - განაცხადა მან.


თეგები:
Wall street journal



რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up