Wall Street Journal:  კორონავირუსით გარდაცვალების 821 000  შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს

Wall Street Journal: კორონავირუსით გარდაცვალების 821 000 შემთხვევა, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს

access_time2021-01-18 19:30:18

მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მლნ.-ს მიაღწია, თუმცა, ეს მხოლოდ ოფიციალურად - რეალობა კი ბევრად უფრო მძიმეა  - 59 ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობის ანალიზი ცხადყოფს, რომ პანდემიის გამო 2,8 მლნ. ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამ 59 ქვეყანაში სიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და  ამ შემთხვევების ნაწილი ერთი შეხედვით პანდემიასთან კავშირში არაა. მაგრამ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზია კორონავირუსის ადრეულ სტადიებზე გარდაცვალების შემთხვევების არასაკმარისი რეგისტრაცია პანდემიის დასაწყისში.

 

სიკვდილიანობის ზრდა ასევე ვირუსის პანდემიის ირიბ შედეგებთანაა დაკავშირებული - კერძოდ, ჯანდაცვის სისტემის მუშაობის შეფერხებები და სხვა დაავადებებთან დაკავშირებით პაციენტთა მიმართვიანობის შემცირება.

 

ჭარბი გარდაცვალებების ორ მესამედზე ნაკლები პირდაპირ კოვიდ-19-თანაა დაკავშირებული, ერთ მესამედზე მეტი - ჯანდაცვის სისტემის უკიდურესი გადატვირთულობით გამოწვეულ ქაოსთან.

 

საბოლოო ჯამში, ამ ორივე ფაქტორმა გარდაცვალების 821 000 ჭარბი შემთხვევა გამოიწვია, რომელიც კოვიდ-სტატისტიკაში არ ფიგურირებს.

 

გაეროს პროგნოზებით, რომ არა პანდემია, 2020 წელს დედამიწაზე 59,2 მლნ. ადამიანის გარდაცვალება იყო მოსალოდნელი. ჯერ რთულია ზუსტი ციფრის დადგენა, ეს პროგნოზი რეალური სიკვდილიანობისგან რამდენად განსხვავდება.  შესაძლოა, კორონავირუსმა ნაწილობრივ ამ ადამიანთა სიკვდილი დააჩქარა, ვინც 2020 წელს ისედაც, სხვადასხვა დაავადებებისგან მოკვდებოდა.

 

მაგრამ უკვე არსებული მონაცემები, კორონავირუსის ყველაზე ასაკოვანმა მსხვერპლებმაც კი საშუალოდ სიცოცხლის 1 წელს დაკარგეს.


 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქვეყანაში 457 000 ჭარბი გარდაცვალება დააფიქსირა, რაც საშუალოწლიურ მონაცემზე 10%-ით მეტია. მათ შორის 280 000-ზე მეტი ოფიციალური კორონავირუსს ემსხვერპლა. ცენტრის სტატისტიკის სამსახურის უფროსის რობერტ ანდერსონის თქმით, ეს ციფრი შესაძლოა რეალურ სიკვდილიანობაზე ნაკლები იყოს, რადგანაც პანდემიის დაწყებით სტადიაზე ტესტირება არასაკმარისად ტარდებოდა, დას ხშირ შემთხვევებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები გრიპს ან პნევმონიას ბრალდებოდა.

 

საფრანგეთში და ესპანეთში დეკემბრის დასაწყისისთვის კორონავირუსისგან სიკდვილიანობა ერთნაირი იყო, მაგრამ საფრანგეთში ჭარბი გარდაცვალების ყველა შემთხვევა ოფიციალურად კორონავირუსს უკავშირდებოდა, ხოლო ესპანეთში მხოლოდ ორი მესამედი.

 

სიკვდილიანობის საკითხებში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მადრიდი პანდემიისგან მოხუცთა თავშესაფრებში სიკვდილიანობას ნაკლებად აკვირდებოდა, ვიდრე პარიზი. სხვაობაც სწორედ ამან გამოიწვია.

 

ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი განვითარებადი ქვეყნებიდან ინფორმაციის მიღებასთან ერთად გაიზრდება. ისეთ ქვეყნებში, როგორც ინდოეთი ან ინდონეზია, გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა და კლასიფიცირება - ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში.

 

ირანში, რომელიც ვირუსისგან ასევე სერიოზულად დაზარალდა, მთავრობის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ შესაძლოა კორონავირუსისგან ოფიციალური დარეგისტრირებულ 56 000-ზე 3-ჯერ მეტი ადამიანი იყოს დაღუპული.

 

ისეთ ქვეყნებში, როგორც ავღანეთი, ვირუსის მსხვერპლთა რეალური რიცხვი შესაძლოა ოფიციალურად გამოცხადებულს მრავალჯერ აღემატებოდეს. WSJ-ს გათვლებში ასევე არ შევიდა აფრიკა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საერთოდ უცნობი რჩება.

 

სამხრეთ აფრიკის რესპუბულიკის - მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 000 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ჭარბი სიკვდილიანობა ამ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აჭარბებს.

 

Wsj.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up