Wall street journal: კორონავირუსისგან სიკვდილიანობამ 2020 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა

Wall street journal: კორონავირუსისგან სიკვდილიანობამ 2020 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა

access_time2021-06-14 19:00:59

ჯონ ჰოპკისნის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის 6 თვეში კორონავირუსისგან მსოფლიოში 1,8 მლნ ადამიანი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი გასული წლის მთლიან მაჩვენებელს აღემატება.

 

ეს ნათლად აჩვენებს, რომ პანდემია ღარიბ ქვეყნებს გაცილებით მეტად აზარალებს, ვიდრე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც აქტიური ვაქცინაციის წყალობით გარკვეული შვება იგრძნეს.

 

თუ შტატებში, კანადაში, ბრიტანეთში და ევროკავშირში მასობრივი აცრის გამო დაინფიცირების ინტენსიურობა მკვეთრად შემცირდა, ამჯერად ვირუსი  აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებს უტევს.

 

ამ დროისთვის ახალი ინფიცირების შემთხვევების 80%, ხოლო გარდაცვალების შემთხვევათა ¾ სწორედ ამ კონტინენტებზე მოდის.

 

პამდენიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსიდგან 3,8 მლნ ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა, ექსპერტების აზრით, რეალური მაჩვენებელი ბევრად უფრო დიდია - ბევრ ღარიბ ქვეყანაში სიკვდილიანობა არასაკმარისად ზუსტად ფიქსირდება.

 

ვაქცინაციის არათანაბარმა ტემპებმა ბუნებრივად არსებული უთანასწორობა კიდევ უფრო გაამწვავეს - Our World in Data-ს მონაცემებით თუნდაც 1 ვაქცინა აფრიკაში მოსახლეობის 2%-მა, აზიაში კი 6%–მა მიიღო. უკეთესი მაჩვენებელია ლათინურ ამერიკაში - 22%, თუმცა, ეს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია - ევროკავშირში ვაქცინაცია მოსახლეობის 40%-მა, ხოლო შტატებში 50%-მა ჩაიტარა.


 

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში - ჰაიტში - ამ დრომდე ერთი ადამიანიც არ აცრილა.

 

სამხრეთ ამერიკასა და ინდოეთში ვითარებას ისიც ართულებს, რომ მეცნიერების აზრით, იქ ახალი, უფრო ადვილად გადამდები შტამები გავრცელდა. სამხრეთ ამერიკაში ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზეა პერუ, სადაც 2020 წელს კორონასგან 93 000, ხოლო 2021 წლის 6 თვეში უკვე 94 000 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაში, სადაც 2021 წლის აპრილში დღე-ღამეში კოვიდისგან 3100 ადამიანი კვდებოდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ მეტია. ბრაზილიაში პანდემიის პერიოდში უკვე 480 000 ადამიანი გარდაიცვალა და სიკვდილიანობის 60% სწორედ 2021 წელს დაფიქსირდა.

 

2021 წელს კოლუმბიაში კოვიდისგან გარდაცვალების 50 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც მთელი 2020 წლის მანძილზე - 43 200. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 7%-ა აცრილი, ხოლო პანდემიის დაწყებიდან პირველად საავადმყოფოები გადავსებულია.

 

2021 ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ აზიის ქვეყნები, რომლებმაც 2020 წელი შედარებით მსუბუქად გადაიტანეს. მაგალითად, იაპონიაში 2021 წელს კორონავირუსის გამო გაცილებით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2020-ში.

 

ტაილანდში სიკვდილიანობა კვლავ დაბალია - 1300 ადამიანი, თუმცა, მათ შორის თითქმის ყველა სწორედ 2021 წელს გარდაიცვალა. აფრიკაში ოფიციალური მონაცემებით 2021 წელს 6 თვეში 68 000, ხოლო მთელი 2020 წლის მანძილზე 65 000 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურად.  რა ხდება რეალურად აფრიკაში, სადაც არც სრულფასოვანი აღრიცხვა ხდება და არც ჯანდაცვის სისტემა მუშაობს სათანადოდ - არავინ იცის.

 

საპირისპირო მდგომარეობაა განვითარებულ ქვეყნებში  - შტატებში პანდემიას 600 000 ადამიანი შეეწირა და სიკვდილიანობის 60% სწორედ 2020 წელს დაფიქსირდა.  მზგავსი ვითარებაა ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.

 

თუმცა, ვირუსთან ბრძოლა ჯერ არც მდიდარ ქვეყნებში დასრულებულა. მაგალითად ბრიტანეთში ინფიცირების ახალი და ზრდადი კლასტერები ფიქსირდება, ეს კი ნიშნავს, რომ ვაქცინაც კი არ არის უსაფრთხოების სრული გარანტი.


წყარო: .wsj.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up