Wall Street Journal: ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ს მიმართ პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა

Wall Street Journal: ბაიდენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ს მიმართ პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა

access_time2021-02-20 20:00:13

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსული გაზსადენის პროექტის „ ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მიმართ პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობს.

 

ამის აუცილებლობა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გამოიწვია. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მშენებლობა, რომელიც თითქმის 1 წელი გაჩერებული იყო, კვლავ განახლდა.

 

11 მლრდ. დოლარის ღირებულების პროექტი თითქმის 90% დასრულებულია და მის მწყობრში შეყვანამდე მხოლოდ 100 მილია დარჩენილი.  ბალტიის ზღვაში, დიდ სიღრმეზე მილების მონტაჟი 6 თებერვალს განახლდა, 1 წელიწადში იმის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და კონგრესის მიერ მიღებულმა სანქციებმა რამდენიმე კომპანიას პროექტიდან გასვლა აიძულა. მათ შორის მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის  მსოფლიო ლიდერი, შვეიცარიული Allseas-იც იყო, რომელიც სანქციების გამოცხადებიდან მეორე დღესვე პროექტიდან გავიდა.

 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო კვირებში კონგრესში და ადმინისტრაციაში უკვე შემოღებული სანქციების გამკაცრებაზე მუშაობდნენ და წესით ახალო შეზღუდვები უკვე უნდა შემოეღოთ. თუმცა, ბაიდენი ჯერ არ ჩქარობს.

 

ამ ეტაპზე მისი ადმინისტრაცია გაზსადენთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ში ჩართული კომპანიების წინაამღდეგ შესაძლო ახალ სანქციებზე, გერმანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

უახლოეს დღეებში ბაიდენის ადმინისტრაციას ამ საკითხზე მსჯელობის ვადა ეწურება და ის ვალდებული იქნება დაასახელოს კომპანიები, რომლებიც მშენებლობაში მონაწილეობენ და აშშ-ს კანონებს არღვევენ. სავარაუდოდ, ეს კომპანიები ახალი სანქციების სამიზნეები გახდებიან.

 


თუმცა, შესაძლოა ამერიკამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სანქციების გამკაცრებაზე უარი განაცხადოს იმისთვის, რომ სტრატეგიულ მოკავშირესთან, გერმანიასთან კონფლიქტში არ შევიდეს. ეს მოსკოვის დიდი სტრატეგიული გამარჯვება იქნება, განსაკუთრებით, ამ საკითხზე კონგრესში ორპარტიული თანხმობის ფონზე.

 

ბაიდენის ადმინისტრაცია ბერლინთან ურთიერთობების გამოსწორებას ცდილობს, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გაუარესდა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა - ტრამპის სკეპტიციზმი ნატო-ს მიმართ, გერმანულ საქონელზე ტარიფების დაწესების მუქარები და ანგელა მერკელის მხრიდან ტრამპის თვითიზოლაციის პოლიტიკის მკვეთრი კრიტიკა.

 

დონალდ ტრამპა გაზსადენის წინაამღდეგ ღიად გაილაშქრა და ბერლინს პროექტის ხელშეწყობაზე უარის თქმა მოსთხოვა, აშშ-ს და გერმანიას შორის შესაძლო სავაჭრო ომის თავიდან არიდების სანაცვლოდ.

 

ამავე დროს გერმანელი და რუსი მაღალჩინოსნები „ჩრდილოეთ ნაკად-2“- ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვს აუცილებელ კომერციულ ობიექტად მიიჩნევენ.

 

ბაიდენს ამ საკითხზე თავისი პოზიცია ჯერაც არ ჩამოუყალიბებია. იანვარში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეინ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ გაზსადენს „ცუდ იდეად“ მიიჩნევს, თუმცა, ეს მშენებლობის განახლებამდე იყო.

 

როდესაც ადმინისტრაციამ ამას სანქციების შემოღებით არ უპასუხა, მისი პოლიტიკა ეჭვის ქვეშ დადგა.

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მაღალჩინოსნებმა რამდენიმე დღის წინ გაზსადენის საკითხი განიხილეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ იყო.

 

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მშენებლობის განახლების შესახებ ინფორმირებულია და თუ პროექტის დასრულების საკითხი აქტუალური გახდება, სანქციები აუცილებლად დაწესდება“ - იტყობინება წყარო სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

 

თუმცა, მშენებლობა გრძელდება, სანქციები კი - არ ჩანს.


წყარო: Wall Street Journal




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up