წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტუ­რის­ტე­ბი­ მომ­სა­ხუ­რე­ბის­ და­ბალ დო­ნეს უჩ­ივი­ან­ - სამეგრელო, როგორც ტურიზმის სახე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტუ­რის­ტე­ბი­ მომ­სა­ხუ­რე­ბის­ და­ბალ დო­ნეს უჩ­ივი­ან­ - სამეგრელო, როგორც ტურიზმის სახე

access_time2019-09-19 20:10:06

დააახლოებით 2 თვის წინ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ განაცხადა, რომ სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ“.  მან აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის არსებული  სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ემასპინძლა 11 მილიონი საერთაშორისო მოგზაურისთვის. „სამეგრელოში ვიყავით და დავრწმუნდით, თუ როგორი დიდი პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს. სამეგრელო შეიძლება გარდაიქმნას ჩვენი ტურიზმის სახედ.“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


­ევ­რო­კავ­ში­რის ­პრო­ექ­ტის ­„სა­მო­ქა­ლაქო­ სა­ზო­გა­დო­ე­ბა“­–­ მცი­რე­ და­ სა­შუ­ა­ლო ­ბიზ­ნე­სის­ და ­ევრო­კავ­შირ­თან­ თა­ვი­სუ­ფა­ლი­ ვაჭ­რო­ბის ­მხარ­და­სა­ჭე­რად“­ ფარ­გ­ლებ­ში ჩატარდა კვლევა, რომელმაც საქართველოს 5 სამიზნე რეგიონი და თბილისი მოიცვა, კვლევა შეეხო მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს საქართველოს რეგიონებში.


კვლე­ვის­ შე­დე­გად­ გა­მოვ­ლინ­და,­ რომ­ წა­ლენ­ჯი­ხის­ მუნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში­ მა­ღა­ლია­ სა­თავ­გა­და­სავ­ლო­ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­ პო­ტენ­ცი­ალი,­ რა­საც­ განაპირობებს­ წალენ­ჯი­ხის­ მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­ ტე­რი­ტო­რი­აზე­ არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლად­ სა­ინ­ტე­რე­სო­ ად­გი­ლე­ბი­ და­ მარ­შრუ­ტე­ბი.­ წა­ლენ­ჯი­ხის ­მუნიციპალი­ტე­ტი­ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია­ ამ ­სფეროს­ გან­ვი­თა­რე­ბით­ და­ მი­სი­ვე­ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­ ფარგლებ­ში­ გა­დად­გმუ­ლი­ აქ­ვს­ კონ­კრე­ტუ­ლი­ ნა­ბი­ჯე­ბი­ სფეროს ­გან­ვი­თა­რე­ბის ­ხელ­შეწყო­ბის­თვის.­ თუმ­ცა,­ წა­ლენ­ჯი­ხის­ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­ სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის­ გან­ვი­თა­რე­ბის­ პრო­ცე­სი ­ძალ­ზე ­მდო­რედ ­მიმდი­ნა­რე­ობს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

რაც ­შე­ეხ­ება ­უცხო­ელ­ ტუ­რის­ტებს,­ ის­ინი ძი­რი­თა­დად­ ეკ­ოტ­ურ­იზ­მით ­არი­ან­ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი და ამ­იტ­ომ­აც ­მი­ემ­არ­თე­ბი­ან ­მა­ღალ­მთი­ან ­სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რის­ტულ­ მარ­შრუ­ტებ­ზე,­ რო­გო­რი­ცაა­ ტო­ბა­ვარ­ჩხი­ლი,­ მდ.­ინ­წრას­ სა­თა­ვე­ და ­მთე­ლი ­ხე­ობა, ­ყვი­რას­მთა, ­წი­ფურო­ნა ­(წიფ­ლნა­რი),­ კერ­ნა­ხო­ნა­ და­ სხვა.


წა­ლენ­ჯი­ხის­ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­ ტუ­რიზ­მის­ სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან­ ინ­ტერ­ვი­უში­ ირ­კვე­ვა,­ რომ­ წალენ­ჯი­ხის­ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში­ არ­ არ­ის­ არ­ცერ­თი­ რე­გისტრი­რე­ბუ­ლი ­ტურის­ტუ­ლი­ კომ­პა­ნია ­ან ­ფირ­მა, ­რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბას­ გა­უწ­ევს,­ რო­გორც­ მარ­შრუ­ტე­ბის­ და­გეგმვას,­ ას­ევე ­ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის ­სრულ­ფა­სო­ვა­ნი ­სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბას. ­ამ­ის ­მი­ზე­ზად­ კი­ სა­ხელ­დე­ბა­ რეკ­ლა­მი­რე­ბის პრობ­ლე­მა.


­კვლე­ვის შე­დე­გად­ გა­მო­იკ­ითხა­ 40­ ში­და­ და­ გა­რე­ ტუ­რის­ტი­ (მუ­ნიცი­პა­ლი­ტეტ­ში­ მცხოვ­რე­ბი ­და­ არა­ მცხოვ­რე­ბი).

 

კვლე­ვის ­შე­დე­გე­ბი ­აჩ­ვე­ნებს,­ რომ­ წა­ლენ­ჯი­ხის ­მუ­ნი­ცი­პალი­ტეტს,­ გა­მომ­დი­ნა­რე­ ტუ­რის­ტუ­ლი ­ად­გი­ლე­ბის­ სიმ­რავლი­დან,­ აქ­ვს ­ტუ­რიზ­მის ­გან­ვი­თა­რე­ბის ­პო­ტენ­ცი­ალი.­ თუმცა,­ არ­სე­ბობს­ რი­გი­ ბა­რი­ერ­ებ­ისა,­ რო­მელ­თა­ დაძ­ლე­ვაც უნ­და­ მოხ­დეს.­ ტუ­რის­ტე­ბი­ უჩ­ივი­ან­ მომ­სა­ხუ­რე­ბის­ და­ბალ დო­ნეს,­ რო­გორც­ უშუ­ალ­ოდ­ სერ­ვი­სის­ მიმ­წო­დებ­ლე­ბის მხრი­დან,­ ას­ევე­ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი­ თვალ­საზ­რი­სით.­ გარ­და ­ამ­ისა,­ ის­ურ­ვებ­დნენ ­გარ­კვე­ული ­სერ­ვი­სე­ბის­ (მაგ.­ სა­ოჯ­ახო­სას­ტუმ­რო­ებ­ის) ­მე­ტად­ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას.­ სერ­ვი­სის­ მიმ­წო­დებ­ლებს­ აქ­ვთ­ და­ბა­ლი­ კვა­ლი­ფი­კა­ცია საქ­მი­ან­ობ­აში­ და­ არ­ ფლო­ბენ­ ინ­ფორ­მა­ცი­ას­ თა­ნა­მედრო­ვე­ სტან­დარ­ტე­ბი­სა­ და­ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის­ შე­სა­ხებ.­


კვლევის შედეგად ძირითადი რეკომენდაციები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიმართ მოიცავს შემდეგ პუნქტებს: ჩა­ტარ­დეს­ ად­გილ­ზე­ არ­სე­ბუ­ლი­ სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის კვლე­ვა; შემუშავდეს­  სა­თავ­გა­და­სავ­ლო­ ტუ­რიზ­მის­ გან­ვი­თარე­ბის­ ად­გი­ლობ­რი­ვი­ ერ­თი­ანი სტრა­ტე­გია; შე­მუ­შავ­დეს ­სა­თავ­გა­და­სავ­ლო ­ტუ­რიზ­მის ­გან­ვი­თარე­ბის ­სა­მოქ­მე­დო ­გეგ­მა; მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­ ჩა­ერ­თოს­ სა­თავ­გა­და­სავ­ლო­ ტურიზ­მის­ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­ სა­კითხში,­ მო­ნა­წი­ლეობა­ მი­იღ­ოს­ ტუ­რის­ტუ­ლი­ ცენ­ტრე­ბის­ გახ­სნა­ში,­ დააინტერესოს­ მცი­რე­ და­ სა­შუ­ალო­ ბიზ­ნე­სის­ წარმო­მად­გენ­ლე­ბი,­ რა­თა­ გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ­ ინ­ვეს­ტიცი­ები ­ამ ­სფე­რო­ში.


კვლევაში ყურადრება გამახვილებულია ასევე ანაკლიისა და განმუხურის აგროტურიზმზე, რომლის ფარგლებში ინ­ტერ­ვიუები­ ჩა­ტარ­და­ პი­რებ­თან,­ რომლე­ბიც ­უშუ­ალო­ კავ­შირ­ში ­არი­ან ­რე­გი­ონ­ში­ აგ­რო­ტუ­რიზმის­ სფე­როს­თან.­


აგ­რო­ტუ­რიზ­მი­ გუ­ლის­ხმობს­ ვი­ზი­ტო­რის­ მი­ღე­ბა­სა­ და გან­თავ­სე­ბას­ ფერ­მე­რულ­ მე­ურ­ნე­ობ­აში,­ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ად­გილ­ზე­ დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ პრო­დუქ­ტით­ გა­მას­პინ­ძლე­ბას.

 

რო­გორც­ კვლე­ვამ­ აჩ­ვე­ნა­ ან­აკ­ლია­-გან­მუ­ხურს ­აგ­რო­ტურიზ­მის ­დი­დი­ პო­ტენ­ცი­ალი ­გა­აჩ­ნია,­ მაგ­რამ­ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ობ­ას­ არ ­აქ­ვს­ შე­სა­ბა­მი­სი ­ტუ­რის­ტუ­ლი­ სერ­ვი­სების­ მი­წო­დე­ბის­ გა­მოც­დი­ლე­ბა­ და­ აგ­რო­ტუ­რიზ­მთან­ დაკავ­ში­რე­ბით­ მა­თი­ ზო­გა­დი­ ცოდ­ნა­ მწი­რია.­ აღ­სა­ნიშ­ნავია,­ რომ­ ში­და­ ტუ­რის­ტებს­ ძი­რი­თა­დად­ ზღვა­ იზ­იდ­ავთ,­ ხო­ლო­ უცხო­ელი­ ტუ­რის­ტე­ბი­ მე­ტად­ არი­ან­ და­ინ­ტე­რე­სებუ­ლი­ აგ­რო­ტუ­რიზ­მით,­ შე­სა­ბა­მი­სად,­ აუც­ილ­ებ­ელია­ ადგი­ლობ­რივ­მა­ მო­სახ­ლე­ობ­ამ­ მი­იღ­ოს­ მე­ტი­ ინ­ფორ­მა­ცია ამ­ სფერ­სთან­ და­კავ­ში­რე­ბით - ნათქვამია კვლევაში.


აქ ტუ­რის­ტე­ბის ­უმ­რავ­ლე­სო­ბას­ შე­ად­გე­ნენ­ 18­დან ­29 ­წლამ­დე ას­აკ­ის ­ად­ამი­ან­ები,­რაც ­გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ბო­ლო­ წლებ­ში ამ­ ზო­ნა­ში­ გა­მარ­თუ­ლი ­მუ­სი­კა­ლუ­რი ­ფეს­ტი­ვა­ლე­ბით.

 

­სა­ჭი­როა­ აქ­ტი­ური­ მუ­შაობა ­ტუ­რიზ­მის ­სფე­რო­ში­ აგ­რო­ტუ­რიზ­მის ­მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ­კუთხით,­ რა­თა ­რე­გი­ონი ­მიმ­ზიდ­ვე­ლი ­იყოს­ ტუ­რის­ტე­ბის­თვის ­არ­ამ­არ­ტო­ზღვის­ სე­ზონ­ზე,­ არ­ამ­ედ წლის­ სხვა ­პე­რი­ოდ­შიც.­


მარიამ მორგოშია





ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up