„ვხვდებით ისეთ სახელმწიფო ტენდერებს, რომელიც კონკრეტული კომპანიებისთვის კონკრეტული პირობებითაა შედგენილი“

„ვხვდებით ისეთ სახელმწიფო ტენდერებს, რომელიც კონკრეტული კომპანიებისთვის კონკრეტული პირობებითაა შედგენილი“

access_time2020-02-10 10:00:29

შრომითი უსაფრთხოება დღემდე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტები ხშირია მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზეც. სახარბიელო მდგომარეობა ქვეყნას შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხითაც არ აქვს. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია საქართველოში მომუშავე კერძო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს გამოცდილება, რა სახის დარღვევებს ავლენს კომპანია ინსპექტირების პროცესში და რამდენად ეფექტურად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურები აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად?

 

„Conformity Assessment International“- ის დირექტორი, „კომერსანტთან“ კომპანიის გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიას ხარისხის და უსაფრთხოების მნიშველოვანი დარღვევები გამოუვლენია, რა დროსაც ინსპექტირების დასკვის საფუძველზე სერიოზული ობიექტები გაუჩერებიათ.

 

„ინსპექტირება არის ორი ტიპის: ახალი ობიექტის და არსებული ობიექტების ინსპექტირება. ახალი ობიექტია მაგალითად სასტუმრო, რომელიც ახლა შენდება და სანამ  ის ჩაბარდება, ყველა ლიფტი და ესკალატორი უნდა დაინსპექტირდეს. როდესაც ინსპექტირებას ვატარებთ, თუ შეუსაბამობა ვლინდება, ჩვენ ამას ანაგარიშში ვწერთ, რის შემდეგაც მშენებელი ხარვეზს ასწორებს. რაც შეეხება პერიოდულ ინსპექტირებას, სხვადასხვა ობიოექტზე  სხვადასხვა ვადებია დაწესებული. მაგალითად, ლიფტების ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, ნავთობბაზის ინსპეტირება -წელიწადში ერთხელ. ჩვენ გვქონია სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც საკმაოდ სერიოზული ობიექტი არ შეესაბამებოდა ნორმებს და სტანდარტებს. სწორედ ამ შეუსაბამობიდან გამომდინარე ინსპექტირების პროცესში ვუწერთ შეუსაბამობას, რა დროსაც მეპატრონეს ჰქონდეს  საშუალება პრობლემა აღმოეფხვრას. გვქონია ისეთი შემთხვევები, რომ ჩვენი ინსპექტირების დასკვის საფუძველზე საკმაოდ სერიოზული ობიექტები გაუჩერებიათ, რადგან ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს უფლება კონკრეტული ობიექტები გავამხილოთ“, - აცხადებს სანდრო შელია.

 

მისი მტკიცებით,  ობიექტების უდიდესი ნაწილი, რომელიც კანონით უნდა ინსპექტირდებოდეს, დღესდღეობით არ ინსპექტირდება. შელია სახელმწიფოს როლზე და ჩართულობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოების წევრებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.


„რა თქმა უნდა არ ინსპექტირდება ისეთი ობოექტები,რომელიც შეუსაბამობებს შეიცავს. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო სტრუქტურა და ჩვენ არ გვაქვს იმის მექანიზმი, რომ ვიღაცას დავაძლოთ ინსპექტირება გაიაროს. პროცესში მას შემდეგ ვერთვებით, როდესაც ობიექტის მეპატრონე თვითონ მოგვმართავს, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი იმისათვის, რომ არსებული კანონი და არსებული წესები სისრულეში მოიყვანოს იმისთვის, რომ ყველა ობიექტი,რომელიც ექვემდებარება ინსპექტირებას, შემოწმდეს. მაგალითად, საქართველოში 15 000 ლიფტამდეა და ამ ლიფტების 10 პროცენტიც კი არ არის ინსპექტირებული. ამაზე პასუხისმგებლ სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, ლიფტების მეპატრონეები უნდა დააჯარიმონ, რადგან მფლობელები რეალურად მოქალაქეები არიან. თუმცა დაჯარიმება არც არის თვითმიზანი. სახელწმიფოს ინიციატივთ არ ხდება პრობლემის ძირეული ანალიზი, რათა დავინახოთ მთლიანი სურათი ანუ რამდენი ისეთი ლიტფია ქვეყანაში,რომელიც სასიცოცხლო საფრთხეს შეიცავს. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცით, რომ არსებობს ისეთი ლიფტები,რომლებიც დღესვე უნდა გაჩერდეს, -განაცხადა სანდრო შელიამ.



„Conformity Assessment International“- ის დირექტორი ამბობს, რომ არსებობს  ისეთი სახელმწიფო ტენდერებიც, რომელიც კონკრეტული კომპანიებისთვის კონრეტული პირობებითაა შედეგნილი. სანდრო შელია „კომერსანტთან“ ქართულ და უცხოურ პრაქტიკებზე საუბრობს და ძირეულ განსხვავებებზე ამახვილებს ყურადღებას:


„საზღვარგაერთ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერს დიდი ყურადღება ექცევა, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტებს ან დაინტერესებულ პირებს ეჭვი აქვთ, რომ ტენდერის პირობები მორგებულია რომელიმე კომპანიაზე ან ტენდერი ცხადდება ჩუმად და არ საჯაროვდება, უფრო ხისტი რეაგირება აქვთ. რა თქმა უნდა ,ყველა სახელმწიფო ტენდერი ვებ-გვერდზე იდება, თუმცა, სახელმწიფოს ინტერესშივე უნდა შედიოდეს, რომ ისეთ შესყიდვაზე, რომელზეც დიდი საზოგადეობრივი ინტერესია, ინფორმაცია უფრო მეტად უნდა გაავრცელოს. ეს მეტი არჩევანისთვის უნდა გაკეთეს, რადგან აქ  ჩვენივე თანხები იხარჯება. სამწუხაროდ, ვხედავ ტენდენციას იმ მიმართულებით, რომ ბევრი ტენდერი კონკრეტულ ინტერესებსაა მორგებულია, ან ისეთი პირობებია ჩადებული, რომ  ბევრ კომპანიას უჭირს კონკურენციის გაწევა. ჩემს კომპანიას მსგავსი პრობლემა არ შექმნია, უბრალოდ იმიტომ, რომ მსხვილი კომპანიაა და არ არის ისეთი გონივრული პირობა,რომელსაც ვერ დავაკმაყოფილებთ.თუმცა,ბევრჯერ მომხადარა ისეთი ფაქტი, რომ ისეთი ტენდერის შესახებ რომელშიც დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას, გვიან გაგვიგია“- ამბობს სანდო შელია.


 „Conformity Assessment International“- ის დირექტორი აღნიშნავს, რომ  საზოგადოების წევრებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ბევრად უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს პროექტების ხარიხს, დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებასა და წესებით თამაშს.


„მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტის ინსპექტირებაში სამწუხაროდ ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ პროცესი  ხორციელდება არასრულად, არახარისხიანად ან არაზუსტად და ასეთ შემთხვევებზე სახელმწიფოსგან ადეკვატური რეაგირება არ არის. თამაშის წესები,რომელიც ახლა არსებობს ობიექტების ინსპექტირების კუთხით, ადეკვატურია, კანონმდებლობა ადკევატურია, მაგრამ არ ხორციელდება ამ თამაშის წესების, კანონების და რეგულაციების ცხოვრებაში გატარება“, - განაცხადა სანდრო შელიამ.

 

მისი განცხადებით,  საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მაღალბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.კომერსანტის კითხვაზე, რამდენად ხშირად ქირაობს სახელმწიფო მსხვილბიუჯეტიანი ტენდერისთვის აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს, რომელიც პროექტის ხარისხს გააკონტროლებს, სანდრო შელიას პასუხი შემდეგია:

 

„სამწუხაროდ ასეთი შემოწმება ძალზედ იშვიათდ ხდება. არის კონკრეტული სფეროები, მაგალითად, სამშენებლო სფერო, სადაც სახელმწიფო კანონით ითხოვს სამშენებლო პროცესის ისნპექტირებას და საქართველოში აკრედიტირებული კომპანიები, სახელმწიფო თანხებით მშენებარე ობიექტების ინსპექტირებას ახორციელებს. თუმცა, ქვეყნაში არის სხვა მიმართულებები, სადაც გაცილებით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ კონტროლი არის ძალიან მცირე. საზოგადება რაღაც პრობლემების შესახებ გვიან იგებს, როდესაც თანხები უკვე არამიზნობრივადაა დახარჯული ან პროექტი დათქმულ ვადებში არ განხორციელდა. უნდა შემუშავდეს ისეთი სისტემა, სადაც არა სფეროდან , არამედ  დახარჯული თანხიდან გამომდინარე იქნება კრიტერიუმები დაწესებული. მესამე მხარე - დამოუკიდებელი კომპანია განახორციელებს როგორც გადამოწმებას,ასევე პროექტის მონიტორინგს და ინსპექტრიებას. ეს ყველაფერი კი  პროცესშივე მოხდება, რათა პრობლემების შესახებ უფრო ადრე გავიგოთ“,- განმარტავს სანდრო შელია. 

 

შეგახსენებთ,საქართველოში დაფუძნებული „Conformity Assessment International“ საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის ინსპექტირებას განახორციელებს. 147კმ გერმანული გაზსადენის ჩეხურ მონაკვეთი ქართული კომპანიის ზედამხედველობას დაექვემდებარება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია უცხოურ პროექტში ერთვება.

 


ბაჩო ადამია




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up