ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ვულოცავ საქსტატს და მის ხელმძღვანელს, გოგიტა თოდრაძეს ევროკავშირთან ასოცირებით აღებული ვალდებულების შესრულებას - ეროვნულ ანგარიშთა სისტემის უახლესი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვას, რომელსაც ევროკავშირი და ჯამში მსოფლიოს 79 ქვეყანა იყენებს.
დღეიდან ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მოწესრიგებული და კიდევ უფრო დეტალური სტატისტიკა, რომელიც ნებისმიერ მკვლევარს და დაინტერესებულ პირს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს სამუშაო პროცესს, რაც თავის მხრივ უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთებას ხდის შესაძლებელს.
ზემოთ ხსენებულ სიკეთეებთან ერთად, ახალი მეთოდოლოგიის თანახმად შეიცვალა / გადაანგარიშებულ იქნა წინა წლების ცალკეული პარამეტრებიც, მათ შორის 2018 წლის GDP - 44,6 მილიარდ ლარს გაუტოლდა, GDP per capita-მ კი 4722 აშშ შეადგინა. ეს უკანასკნელი საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია საინვესტიციო რეიტინგის გასაუმჯობესებლად“-წერს ჭარაია.
„კომერსანტი“