წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სახელმწიფო-არქიპელაგ ტონგას ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული ლიფუკა იყო. ძლიერმა ბიძგებმა, რომლებიც მიწის ზედაპირიდან 14 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები დააზიანა.
დაახლობით ერთი კვირის წინ, ტონგაზე ჯერ ვულკანი ამოიფრქვა, შემდეგ კი, სანაპიროები ცუნამმა გაანადგურა. კუნძულები ჯერ კიდევ ვულკანური ფერფლითაა დაფარული.
მიწისძვრით გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
imedinews.ge