Vueling Airlines-ის მიერ თბილისი-ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყება ფერხება

Vueling Airlines-ის მიერ თბილისი-ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების დაწყება ფერხება

access_time2016-07-27 09:55:41

ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines-ის დაანონსებული შემოსვლა საქართველოში არ შედგა. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაცხადდა, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიას 2016 წლის ზაფხულიდან ბაზრაზე შემოსვლა და თბილისი-ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება სურდა. თუმცა, ირკვევა, რომ ამ დრომდე კომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის არ მიუმართავს და შემოსვლის პროცედურები არ დაუწყია.


როგორც „კომერსანტს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ განუცხადა, ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთადერთი შეხვედრა თითქმის ერთი წლის წინ გაიმართა, როცა მათ მიეწოდათ ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც საჭირო იყო ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად.


„გამოხატეს სურვილი, რომ შემოსულიყვნენ და მას შემდეგ არანაირი დოკუმენტაცია ჩემთან არ შემოსულა არც განაცხადი, არც სხვა მიმართვა“,- აცხადებს გურამ ჯალაღონია.



ამ ეტაპზე კომპანიასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს არც საქართველოს აეროპორეტების მმართველი კომპანია Tav Georgia. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, ახალი დეტალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით ცნობილი არ არის.


როგორც რამდენიმე თვის წინ „კომერსანტს“ გურამ ჯალაღონიამ განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია დაბალბიუჯეტიანია და დაბალფასიან ბილეთებს გაყიდის, ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან შესთავაზეს, რადგანაც აქ მათთვის უკეთესი პირობები იქნებოდა. თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ Vueling Airlines-ის წარმომადგენლებს თბილისის აეროპორტიდან სურდათ ფრენების შესრულება.

 

Vueling Airlines- 10 წლის ისტორია აქვს. ის მსოფლიოში 160 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს ფრენებს, მათ შორის, ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში. კომპანია ოპერირებს მეზობელი სომხეთის ბაზარზეც.




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up