„ვუდსაიდ დიღომი“ - მათთვის, ვინც ტყის სიახლოვეს ცხოვრებაზე ოცნებობს

„ვუდსაიდ დიღომი“ - მათთვის, ვინც ტყის სიახლოვეს ცხოვრებაზე ოცნებობს

access_time2021-09-01 13:50:56

ტყეში, სიმწვანესა და სუფთა ჰაერზე ცხოვრება, ალბათ, ყველა ადამიანის რეალობის თუ არა, ოცნების ნაწილი ერთხელ მაინც ყოფილა. ვის არ უნატრია ზღაპრული გარემო, როცა ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს და აივანზე ჟანგბადით სავსე ჰაერს ხარბად ისუნთქავ...

ამ ოცნების რეალობად ქცევა ადამიანებს მალე თბილისშიც შეეძლებათ, ამ შანსს კი, „ვუდსაიდ დიღომი“ ჰქვია. 



ეს პროექტი დიღმის ტყის ახლოს მთელ დასახლებას მოიცავს გამწვანებული ეზოთი, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნებით, აქტიური და პასიური დასვენების ზონებით, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგით, ველობილიკებით, ელექტრომობილების დამტენებითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ფაქტობრივად, ყველაფერი, რის გამოც მობინადრეებს საცხოვრებელი ადგილებიდან შორს უწევთ ხოლმე წასვლა, მათივე ეზოში მოიყრის თავს.  კომპლექსის ტერიტორიაზე, ბევრ საინტერესო და სასიამოვნო დეტალთან ერთად, ჩიტებისთვის პატარა სახლებსაც შეხვდებით.



 

“ვუდსაიდ დიღომი” ლუბლიანის ქუჩისა და ა.ბელიაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი კ. ჩაჩავას ქუჩის მიმდებარედ, შალვა გოგიძის პირველი ჩიხის N4-ში გაშენდება. ობიექტიდან 700 მეტრ რადიუსში სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ-საქმიანი ობიექტია წარმოდგენილი: საფეხბურთო მოედნები, კორტები, რესტორნები და ა.შ. მოკლედ, თუ ეზოდან გამოსვლა დაგჭირდებათ, შორს წასვლა მაინც არ მოგიწევთ. ყველაფერს თქვენთან ახლოს იპოვით.


 

რაც მთავარია, ტერიტორიას დაუბრკოლებლად აქვს წვდომა მზის სხივებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქ განლაგებულია სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ხეები, რომელთა წყალობით, კომპლექსის ეზო წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა იქნება. თანაც, დასახლების გარშემო არასდროს შეგაწუხებთ გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა.



 

რაც შეეხება უშუალოდ კომპლექსს, იგი 4 ბლოკისგან შედგება. გასართობი, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის გარდა, ტერიტორიაზე გამტარი მოკირწყვლის სისტემა მოეწყობა. შედეგად, საპარკინგე ადგილი ასფალტით არ დაიფარება. მის ნაცვლად, იქნება გამტარი ზედაპირი, რომელიც წვიმის წყალს მიწის მოსარწყავად გამოიყენებს და ხელს შეუშლის მის დაგუბებას. თავად საპროექტო ნაგებობა მიწის ზევით 19 სართული იქნება. შეიფუთება მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებით, მოაჯირებით და მინა-პაკეტით. ტერიტორიაზე დაიდგმება ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები და ინკლუზიური ფანტანები 3 პოზიციით, რომლით სარგებლობას ზრდასრულიც, ბავშვიც და შინაური ცხოველიც შეძლებს. შენობა დაპროექტდება მდგრადი განვითარების პრინციპებით, ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტებითა და სრულად იქნება ადატირებული შშმ პირებზე.  



„ვუდსაიდ დიღომის“ ტერიტორია საკამოდ დიდ ფართობს მოიცავს. მიწის ნაკვეთი 6 660 კვ.მ-ს შეადგენს, რაც არქიტექტორებს საშუალებას აძლევს, დააპროექტონ შიდა საუბნო ველოგზები ისე, რომ ადამიანებმა ველოსიპედებით სეირნობა ტერიტორიიდან გაუსვლელად შეძლონ. 

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი ითვალისწინებს ღია გეგმარებას, რათა მობინადრემ, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლოს ბინების გაერთიანება და საინჟინრო ნაწილმა ამაში ხელი არ შეუშალოს. 

„ვუდსაიდ დიღომის“ გაყიდვები უკვე დაიწყო. პირველი ათი ბინის შეძენის მსურველი განსაკუთრებულ ფასდაკლებას მიიღებს, რისი წყალობითაც 22 000 ათას ლარზე მეტ თანხას დაზოგავს.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up