გივი კორინთელი: ვუბრუნდებით „ხრუშჩოვკებს“ - ახალი სამშენებლო რეგულაციები და ჭერის სიმაღლის 60 წლის წინანდელი სტანდარტი

გივი კორინთელი: ვუბრუნდებით „ხრუშჩოვკებს“ - ახალი სამშენებლო რეგულაციები და ჭერის სიმაღლის 60 წლის წინანდელი სტანდარტი

access_time2019-02-21 13:00:20

„საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ იმას რაც ხდება სამშენებლო ბაზარზე - ერთი სიტყვით შეიძლება ეწოდოს მოთხოვნისა და მიწოდების ხელოვნური შემცირება.


მისი განმარტებით, დროში ორი უმთავრესი რეგულაციის დამთხვევა, რომელმაც, ფაქტობრივად, ბინების გაყიდვების კოლაპსი გამოიწვია, ამ სფეროში ჩახედული ადამიანებისთვის არ მიიჩნევა მხოლოდ დამთხვევად. როგორც კორინთელი აცხადებს, გამკაცრებული სამშენებლო რეგულაციები, K2 კოეფიციენტის მომატების შეზღუდვა ერთის მხრივ და გამკაცრებული საბანკო რეგულაციები- მეორეს მხრივ - ნათლად ისახება სამშენებლო კომპანიების არამარტო გაყიდვებზე, ასევე პოტენციური მყიდველების აქტიურობაზე.


„ბოლომდე არახსნილმა, კონკრეტიკის გარეშე განხორციელებულმა, საბანკო რეგულაციებმა სესხის აღების უპერსპექტივობაში ისინიც კი დაარწმუნა, ვისაც ამ სესხის აღების საშუალება აქვთ. ამრიგად, სამშენებლო კომპანიებისგან ისეთი შეთავაზებები, რომლებიც მორგებული იყო ჩვენს ემიგრანტებზე, როდესაც მყიდველი იხდიდა თანხის მცირე ნაწილს მშენებლობის დასაწყისში, ხოლო დარჩენილ თანხას მშენებლობის დასრულებისას - უბრალოდ პოპულარობას კარგავს, იმის გამო რომ მყიდველები, განსაკუთრებით კი ემიგრანტები, დარწმუნებულები არ არიან რომ მშენებლობის დასრულებისას რამდენად შეძლებენ ბანკის პირობების დაკმაყოფილებას.


არსებული პირობა მყიდველისთვის ასევე იყო გადაზღვევა იმისა, რომ მეტ-ნაკლებად უცნობ კომპანიებში „ჰაერში“ მთლიანი საფასურის გადახდა სარისკო არ ყოფილიყო.



თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიები შეეჯახნენ უპრეცენდენტო წინაღობებს, რომლისთვისაც მზად არ იყვნენ. გაზრდილი უსაფრთხოების სტანდარტები და ამის გამო სამშენებლო მოცულობების კლება, K2 კოეფიციენტის დამატების აკრძალვა და სხვა რეგულაციებმა სამშენებლო კომპანიები დააყენა რთული არჩევანის წინაშე, ან გაეზარდათ ფასები ან ეპოვათ გზები მშენებლობის გაიაფებისკენ, ან ჭერის სიმაღლის დადაბლებისკენ. ეს უკანასკნელი სულ უფრო იკიდებს ფეხს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარზე.


ახალი ბინების მყიდველებს არ უნდა გაუკვირდეთ როდესაც ახალაშენებულ ბინაში შესვლისას ჭერის სიმაღლე 2,8 სმ. ნიშნულზე დახვდებათ. მრავალსართულიანი მშენებლობების დროს მშენებელს ეს „უჩენს“ ერთ დამატებით სართულს, რომელიც აკომპენსირებს ახალი რეგულაციებით შემცირებულ მოცულობებს და, შესაბამისად, შემოსავალს“-აღნიშნავს კორინთელი.


მისივე შეფასებით, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისევ ვუბრუნდებით „ხრუშოვკებს“ და 60 წლის წინანდელ სტანდარტებს. მშენებლობის ხარისხის საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც მშენებლები ეძებენ მშენებლობის გაიაფების გზებს.


როგორც კორინთელი აცხადებს, ბაზარი ელოდება გაზაფხულს, როდესაც ტრადიციულად იმატებს მოთხოვნა. ამ პერიოდს ელოდება არამარტო სამშენებლო ბაზარი, არამეტ რეგულატორიც, რომელმაც უნდა განსაზღვროს თუ და ზიანი მიადგა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს და შესაძლებელია თუ არა რეგულაციების შემსუბუქება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up