„ვთხოვ ელექტროენერგიის წარმოების მოწინააღმდეგეებს ამიხსნან 5-6 წელიწადში როგორ უნდა აანთოს ნათურა ჩამოსულმა ტურისტმა?“ - ირაკლი იაშვილი

„ვთხოვ ელექტროენერგიის წარმოების მოწინააღმდეგეებს ამიხსნან 5-6 წელიწადში როგორ უნდა აანთოს ნათურა ჩამოსულმა ტურისტმა?“ - ირაკლი იაშვილი

access_time2021-03-15 17:00:48

„ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ, ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე, რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელ.ენერგიის წარმოება შევაჩერეთ! - ამის შესახებ ბიზნესმენი იარკლი იაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ის ნამახვანი ჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.


„კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



„დიდი თხოვნა მაქვს იმ პატივცემულ ადამიანებთან, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოში ელექტრო ენერგიის წარმოებას! სანამ თხოვნას ჩამოვაყალიბებ, მიდა დავაფიქსირო, რომ, ყველანაირ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის, არ გვინდა საც. ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ, ჩემი კომპეტენცია, გამოცდილება, და თუნდაც, ინტელექტი არ ჰყოფნის იმას, რომ გავიგო როგორ უნდა იარსებოს ქვეყანამ ენერგიის გარეშე. სამაგიეროდ ჩემი კომპეტენცია ჰყოფნის იმას, რომ ზუსტად ვიცოდე რა ელის ქვეყანას უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუ ელ.ენერგიის წარმოება შევაჩერეთ! ამიტომ ვთხოვ პატივცემულ ელ.ენერგიის წარმოების მოწინააღმდეგეებს ამიხსნან 5-6 წელიწადში როგორ უნდა აანთოს ნათურა ჩამოსულმა ტურისტმა, ან ჩართოს კონდიციონერი, ან დააგემოვნის ცივი ღვინო, ან მიირთვას ცხელი ხაჭაპური და ა.შ.?თუ რაიმე ამდაგვარი გამოსავალი იცით, რომ თან არ ვაწარმოოთ და თან გვქონდეს, გთხოვთ არ დამიმალოთ და მეც გამაგებინეთ! ოღონდ, თუ თქვენი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ მამულიშვილური პათეტიკით და სამშობლის სიყვარულით, მაშინ არ გამომეხმაუროთ, ეგ ისედაც ვიცი, უთქვენოდ! ასევე ნუ მეტყვით ქარი და მზეო! ეგ ორივე შეუძლებელია წყალსაცავიანი ჰესების გარეშე! ზუსტად ერთი თვის წინ საქართველოში კომპანიებს 70% ით გაუძვირდათ ელ. ენერგიის გადასახადი. მიზეზი ძვირი იმპორტი. ამიტომ, იმპორტზეც ნუ ვისაუბრებთ! მადლობა წინასწარ, ველი თქვენს კომპეტენტურ მოსაზრებებს! მაინტერესებს გულწრფელად და სრული სერიოზულობით!“,- წერს ირაკლი იაშვილი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up