“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

access_time2018-12-14 19:00:20


ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა. 


ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru


„ფონდა უარი განაცხადა ისეთი კონკურსის ჩატარებაზე, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ფონდის მიერ გარანტირებულ ვალდებულებებს, როგორც ეს დაგეგმილი იყო თავიდან. ამის მიზეზი გახდა  კვალიფიცირებული იურიდიული პირების მხრიდან ინტერესი, რომლებმაც გამოხატეს ბანკის მთლიანი აქტივების მიღების მზადყოფნა,“  - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.


ყველაფერ ამას  ხელი შეუწყო მეანაბრეებისთვის გარანტირებული თანხების დროულმა დაბრუნებამ და სასამართლო პროცესების პოზიტიურმა დინამიკამ.



პრეტენდენტებს შორის არიან  Универсал-банк, Кредобанк, Мотор-банк, ყოფილი ვიცე-პრემიერის სერგეი ტიგიპკოს კუთვნილი ТАСкомбанк,  ბანკი ПУМБ, Альфа-банк,  Асвио-банк  და ბანკი КИБ. 


ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არც ერთი მყიდველი არ გეგმავს გაკოტრებული ბანკის მთლიანად ყიდვას. სადღეისოდ ყველაზე რეალური მყიდველია ბანკი ПУМБ-ია, რომელიც  ქვეყნის უმდიდრეს ოლიგარქს რინატ ახმეტოვს ეკუთვნის.


„ის არის უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი, მას არა აქვს პრობლემები ხელისუფლებასთან, განსხვავებით სერგეი ტიგიპკოსგან. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონკურსში გაიმარჯვოს Альфа-банк-მა, რადგანაც ეს არის რუსული ბანკი და, შესაბამისად, მისი საქმიანობაც პრობლემურია უკრაინაში. ამიტომაც, ყველაზე რეალური კანდიდატია რინატ ახმეტოვი,“ - განუცხადა წყარომ გამოცემას.


“ВТБ Украина”-ამ  საქმიანობა სულ რამდენიმე კვირის წინ შეწყვიტა, რისი ძირითადი მიზეზიც  იყო პოლიტიკური  ფაქტორებით - რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას სურს მაქსიმალურად შეამციროს რუსული სახელმწიფო ბანკების საქმიანობა თავის ტერიტორიაზე.



kommersant.ru



თეგები:
ВТБ Украина”



კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...

საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

 საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
access_time2019-01-23 16:48:09
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში  - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი. მსოფლიო...


მსგავსი სიახლეები

up