ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

access_time2020-12-28 15:13:15

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენის წასახალისებლად ახალ პროექტს იწყებს. ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე შეიქმნა ჯგუფი „ვთამაშობთ ჭადრაკს“, რომელიც ჭადრაკის მოყვარულ ოჯახებს გააერთიანებს. ჯგუფის წევრებს შორის წამახალისებელი საოჯახო ტურნირები, ჭადრაკის ვარსკლავების ჩართვები, ფოტოკონკურსები და ჭადრაკთან დაკავშირებული სხვა აქტივობები გაიმართება. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge ინიციატივის პარტნიორია. 


გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: „პროექტის მიზანი, ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენაა. ჭადრაკი, როგორც საშუალება თაობებს შორის ურთიერთობისა და აზრების გაზიარების. ჭადრაკის თამაშს ხომ ოჯახის ყველა თაობის, ყველა წევრი შეუძლია გააერთიანოს. იმედი გვაქვს, ჩვენი ინიციატივა ბევრ ოჯახს მისცემს სტიმულს , შეიკრიბონ ელექტრონული მოწყობილობების გარეშე და ითამაშონ სამაგიდო თამაშებიდან ყველაზე აზარტული, ენერგიული, გონებისთვის და ინტელექტისთვის სასარგებლო თამაში“.


მრავალი კვლევის თანახმად ჭადრაკის სისტემატიური თამაში ინტელექტის კოეფიციენტს 15-25%-ით ზრდის და ანვითარებს 4 საჭირო უნარს: კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, კოლაბორაცია და კრეატიულობა. ჭადრაკის თამაში ასევე ეფექტურია როგორც პრევენცია ასაკობრივი დემენციის წინააღმდეგ.


„პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების ფონზე მოახლოებულ საოჯახო დღესასწაულებზე ეს ინიციატივა ვფიქრობ ბევრს შეახსენებს რამდენად სასიამოვნო და სახალისო შეიძლება იყოს ჭადრაკის დაფასთან საოჯახო შეკრებები და ჩემპიონატები. Responsible.ge თითქმის ერთი წელია ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორია და გვიხარია, რომ მიუხედავად ბევრი გადადებული ღონისძიებისა ონლაინ პლატფორმების დახმარებით სხვადასხვა აქტივობის ჩატარება მაინც მოხერხდა.“ - ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.



ჩემპიონატებში და აქტივობებში ჩასართავად მსურველები უნდა შევიდნენ ჭადრაკის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე და გაწევრიანდნენ ჯგუფში „ვთამაშობთ ჭადრაკს“.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2020 წლის იანვრიდან კომპანია „ევროპაბეთის“პარტნიორია პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში. „ევროპაბეთი“ ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.


ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up