28, 29 ნოემბერს საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია (GBTA) და ტრენინგ ცენტრი CRDC წარმოგიდგენთ ერთობლივ ღონისძიებას: ვორქშოპი - LEADING MICE TO THE NEXT LEVEL
სრული ინფორმაცია ვორქშოპის შესახებ - http://bit.ly/358usy1
ღონისძების პირველი დღე განკუთვნილია კომპანიის მფლობელებისა და TOP მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის. ვორქშოპის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები:
კომპანიის/დეპარტამენტების სტრუქტურა, კომპანიის/დეპარტამენტის SWOT ანალიზი - ფოკუსი MICE ინდუსტრიაში არსებულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე, სტრატეგიული მენეჯმენტის მეთოდები, როგორ ავიცილოთ მიკრო-მენეჯმენტი, დელეგირების მეთოდები (როგორ მოვახდინოთ სწორი დელეგირება, კომპანიის კულტურის შექმნა საკუთარი თავის და სხვების განვითარებით, MICE ტურიზმი, ახალი ტრენდები და გამოწვევები.
ამავე დღეს გაიმართება პანელირი დისკუსია - პანელური დისკუსიის ძირითადი საკითხები: სასტუმრობის და DMC-ის მდგრადობა და კომუნიკაცია ერთმანეთთან. პანელის სპიკერები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდული და არაბრენდული სასტუმროების გაყიდვების დირექტორები - DMC-ის TOP მენეჯმენტი.
სამოტივაციო მიმართვით - როგორ შევქმნათ ეფექტიანი გუნდი და მივაღწიოთ მიზანს, გამოვა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი
ვორქშოპის მოდერატორები - საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციიას დამფუძნებელი საბჭოს დირექტორები: ამირან ივანიძე, ირმა კოდუა, იორდი ქუჯიტი, მაიკლ კერშმაუმერი
რაც შეეხება მეორე დღეს, ტრენინგი უშუალოდ დაეთმობა MICE ტურიზმის საკვანძო საკითხებს. რა არის MICE და ვინ არიან MICE ინდუსტრიაში ჩართული ადამიანები, გაყიდვები MICE-ში, MICE კლიენტი, ლოგისტიკა MICE-ში, მარკეტინგი MICE-ში, კლიენტებთან და მომწოდებლებთან მუშაობა და მოლაპარაკებები, ბიუჯეტები და პრეზენტაციები. ტრენიგში მონაწილეობას მიიღებენ MICE ინდუსტრიის სტეიკჰოლდერები: კომპანიების საშუალო რგოლის მენეჯერები და თანამშრომლები
სპიკერები: მაია ბიბილაური; მოდერატორები: გურამ ყოჩიაშვილი, სალომე ჭოლარია - კომპანია BTL
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://bit.ly/358usy1
„კომერსანტი“