DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე ვოლვოს ორძრავიანმა ფლაგმანმა საუკეთესო შვიდადგილიანი ავტომობილის წოდება მიიღო

DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე ვოლვოს ორძრავიანმა ფლაგმანმა საუკეთესო შვიდადგილიანი ავტომობილის წოდება მიიღო

access_time2020-01-15 12:58:26

ვოლვოს ფლაგმანმა XC90 T8-ამ ორი ძრავით ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა DrivingElectric-ის დაჯილდოებაზე და საუკეთესო ელექტროფიცირებულ შვიდადგილიან ავტომობილად დასახელდა. ეს არის პირველი ჯილდო დიდი SUV-ის დამუხტვადი ჰიბრიდის ვერსიისთვის, რომელსაც მან მიაღწია მთელი რიგი მაღალი მაჩვენებლების, ტექნოლოგიების და დიზაინის განახლებების წყალობით.


Volvo XC90 T8 ორძრავიანი მოდელი სრულიად ელექტროფიცირებული მართვის დიაპაზონით არის აღჭურვილი და 28.6 მილამდე მანძილის გავლისას გამონაბოლქვის გამოყოფის და ბენზინის მოხმარების გარეშე მუშაობს.  ბენზინზე მომუშავე დახვეწილი ელექტრო აგრეგატები უზრუნველყოფენ მაღალ ეფექტურობას და მცირე საექსპლუატაციო ხარჯებს, CO2 გამონაბოლქვს 52 გ/კმ-დან და საწვავის ეკონომიას 113 მგ-მდე.


XC90 T8 ორძრავიანი მოდელები აერთიანებენ ვოლვოს სახასიათო სკანდინავიურ სტილს. მდიდრულ დამახასიათებელ შტრიხებთან და შვიდადგილიანი ავტომობილის მოხერხებულობასთან ერთად, T8-ს გაუმჯობესებული აგრეგატები ყველა მათგანს უკომპრომისოს ხდის.


Volvo XC90 T8 წარმოდგენილია ფართო არჩევანით: R-Design, R-Design Pro, Inscription და Inscription Pro ვერსიები. სტანდარტული მოწყობილობების მრავალფეროვანი მახასიათებლები მოიცავს საბარგულის განყოფილების ელექტრომართვად კარს, პარკირების უკანახედვის კამერას, LED ფარებს, ტყავის შალითებს (ტყავი ნუბუკით R-Design და R-Design Pro ვარიანტებში), წინა სავარძლების რეგულირებად გათბობას და სიმ ბარათს, რომელიც იტევს 100 გბ-მდე მონაცემებს. დაკავშირების სისტემა Sensus Connect 9 ინჩიანი სენსორული ეკრანით, თანამგზავრული ნავიგაცია, ხმით მართვის სისტემა და წვდომა Volvo On Call-თან დაკავშირებულია სერვისების პლატფორმაზე. ყველა მოდელი აღჭურვილია ვოლვოს City Safety აქტიური უსაფრთხოების სისტემით, როგორც გაუმჯობესებული უსაფრთხოების და მძღოლ-ასისტანსის სისტემის სრულყოფილი პაკეტის ნაწილი.



ვოლვოს დამუხტვადი ბენზინის ძრავიანი და ელექტრო-ტრანსმისიის ჰიბრიდული სიმძლავრის ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ინგლისური მოდელების სრულ სპექტრში.  DrivingElectric-ის რედაქტორმა ვიკი პაროტმა განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრეგატები მოდელს, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ბაზრის ლიდერი, დამატებით  ხიბლს სძენს: ვოლვო XC90 დიდი ხანია SUV-ების დიდი ოჯახის მეფეა, ხოლო T8 ორძრავიანი დამუხტვადი ჰიბრიდის ფორმით, შვიდი ადამიანის გადაყვანაა შესაძლებელი კომფორტულ და მყუდრო გარემოში, ამავდროულად ეკონომიურად. ბოლო გაუმჯობესებებმა განაახლა მისი გარეგნობა და დახვეწა მისი ელექტრო-ტექნოლოგია, რის გამოც იგი ამ კლასის ავტომობილების სათავეშია.“ 


2020 წლისთვის წარმოდგენილ XC90 T8-ში განსახორციელებელი გაუმჯობესებები მოიცავს, მაღალი ძაბვის ლითიუმ-იონის აკუმულატორის მოცულობის 10.4-დან 11.6 კილოვატ-საათამდე გაზრდას. ეს შედეგი წარმოადგენს 30%-ზე მეტ ზრდას ავტომობილების მხოლოდ ელექტრო მართვის დიაპაზონში 21.7-დან - 28.6 მილამდე, რაც ნიშნავს, რომ XC90-ით შესაძლებელია ტიპიური ყოველდღიური მგზავრობა არანაირი გამონაბოლქვით ან ბენზინის მოხმარებით.  


XC90 T8-ს საუკეთესო, თანამედროვე სკანდინავიური დიზაინი კიდევ უფრო დაიხვეწა, ახლებურად დამუშავებული ცხაურებითა და წინა ბამპერით, ახალი დისკების დიზაინით და ფერების კომბინაციის ვარიანტებით.  T8 ორძრავიანი მოდელებისთვის დამახასიათებელი თვისებები მოიცავს ოთხზონიან ელექტრონულ კლიმატ-კონტროლს, გამაგრილებლით აღჭურვილ სანივთეს, კონდიციონერს სავარძლების სამივე რიგისთვის, 4.5-მეტრიან დამუხტვის კაბელს და კაბელისთვის განკუთვნილ შესანახ ჩანთას.  


Volvo Car UK-ის მმართველმა დირექტორმა კრისტიან ელვეფორსმა განაცხადა: დიდად ვაფასებთ ამ ჯილდოს, რადგან იგი გამოხატავს ჩვენს თავდადებას, მივცეთ  მომხმარებელს საშუალება შეიგრძნოს ელექტროფიცირებული აგრეგატების ეკონომიურობისა და სიძლიერისგან მიღებული სარგებელი და ამავდროულად ზუსტად ის ხარისხი, რასაც ვოლვოსგან მოელიან - ულამაზესი დიზაინი, უსაფრთხოება, უმაღლესი ხარისხი და პრაქტიკულობა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ელექტროფიცირებული შემოთავაზებების გაფართოების მიმართულებით და ახლახანს შევქმენით დამუხტვადი ჰიბრიდის ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი მოდელების მთლიანი სპექტრისთვის და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ პირველ სრულად ელექტროფიცირებულ ვოლვოს.“  


ვოლვო XC90 T8-ას შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და ავტომობილის ონლაინ-კონფიგურატორით სარგებლობისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს:  volvocars.com/ge


(R)



თეგები:
ვოლვო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up