Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ერა სრულად ელექტრიფიცირებულ EX90-თან ერთად დაიწყო

Volvo-ს უსაფრთხოების ახალი ერა სრულად ელექტრიფიცირებულ EX90-თან ერთად დაიწყო

access_time2022-11-09 19:04:56

ვოლვო ქარსის სრულად ელექტრფიცირებული ავტომობილების ეპოქა  ოფიციალურად დაიწყო


უსაფრთხოებით გამორჩეულმა ბრენდმა, შვედურმა ავტოგიგანტმა, Volvo Cars-მა ახალ მოდელSUVVolvo EX90 წარადგინა. ინტელექტუალური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოჯახო ქროსოვერი მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. 


მსოფლიო პრემიერა სტოკჰოლმში შედგა. SUV Volvo EX90 ვოლვოს აღმასრულებელმა დიექტორმა ჯიმ როუენმა ექსპერტებთან ერთად წარადგინა. 


ინტერიერის დაცულობის სისტემა:

სკანდინავიური ბრენდის ინჟინრებმა ახალი, ვოლვოს ყველაზე ეკომეგობრული მოდელისათვის სპეციალური რადარი უნიკალური ტექნოლოგიით შექმნეს. სისტემა ყველაზე სენსიტიურ მოქმედებაზე, მძინარე ახალშობილის მოძრაობასა და სუნთქვაზეც კი რეაგირებს. რადარი სრულად დაფარავს ინტერიერს, საბარგულის ჩათვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი წყალობით უსაფრთხოების დონე ვოლვოს ავტომობილებში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. სპეციალური სენსორი ავტომანქანაში რამდენიმე ადგილას არის ინტეგრირებული. გამაფრთხილებელი სიგნალი კი მანქანის დაკეტვისას ამოქმედდება. ავტომობილი არ ჩაიკეტება და საგანგებო შეტყობინებას მძღოლი ცენტრალურ ეკრანზე მიიღებს. 


სრული დაცულობისთვის ინოვაციური გამოგონება კლიმატკონტროლის სისტემის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. მოწყობილობა ჩართული დარჩებათუ სენსორი ავტომობილში ობიექტს დააფიქსირებს.  


ექსკლუზიური გამოგონება თავდაპირველად სრულად ელექტრფიცირებულ SUV Volvo EX90-ში დამონტაჟდა. მოგვიანებით, ანალოგიური რადარით ვოლვოს სხვა მოდელებიც აღიჭურვება



Lidar დისტანციური სენსორული სისტემა


უსაფრთხოების ინოვაციური გამოგონება lidarუახლესი დისტანციური სენსორული სისტემაა. ავტომობილის სახურავზე დამონტაჟებული მოწყობილობა ფეხით მოსიარულეს თუ ნებისმიერ ობიექტს 250 მეტრის რადიუსში აფიქსირებს. ტექნოლოგია თანაბრად ეფექტურია როგორც დღის, ისე ღამის მონაკვეთში. ის არა მხოლოდ დაეხმარება და შეატყობინებს მძღოლს გზაზე მოძრავი ან არსებული ობიექტის შესახებ, არამედ სწორ მანევრირებაშიც დაეხმარება. შედეგად, ვოლვო ქარსში ირწმუნებიან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 20%-მდე შემცირდება



 

უსაფრთხოების პრევენციული ფარი 

 

ვოლვო ქარსი უსაფრთოების სისტემებს გამუდმებით აუმჯობესებს. მსოფლიო ბრენდმა მომხმარებლის გაოცება ამჯერადაც შეძლო და მორიგი უპრეცედენტო გამოგონების ავტორად იქცა.  ახალ SUV Volvo EX90-ში ჩამონტაჟებული კამერები და ჭკვიანი ალგორითმი მძღოლის ყურადღების ინტენსივობას გააანალიზებს. თუ საჭესთან მყოფი პირის მზერა, გზის გარდა, ხშირად სხვა მიმართულებით არის მიპყრობილი, მართვის პროცესში ჭკვიანი მექანიზმი ერთვებაის მძღოლს საფრთხის შესახებ ატყობინებს. საჭიროების შემთხვევაში კი ამუხრუჭებს, ანელებს ან აგრძელებს სვლას იმავე ზოლში. 

 


სპეციალური კონტექსტური პანელი და კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი

 

სრულად ელექტრიფიცირებულ Volvo EX90-ში ჩამონტაჟებული ცენტრალური ეკრანი ნავიგაციასთან, მედიასა და ტელეფონთან მყისიერ წვდომას უზრუნველყოფს. კონტექსტური პანელი მძღოლს შესაბამის ოფციას მისი მოქმედებების და სიტუაციის გათვალისწინებით სთავაზობს, იქნება ეს პარკინგი, მართვა თუ სატელეფონო ზარის განხორციელება. 

 

უფრო მცირე ზომის ეკრანია განთავსებული უშუალოდ საჭის უკან. ავტომფლობელი მისი საშუალებით რეჟიმების ცვლილებას აკონტროლებს, ამასთანავე, იღებს ინფორმაციას, რა შეიცვლება კონკრეტული რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში. 

 

ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის სენსორული სისტემის კომბინირებით, ვოლვო ქარსმა უსაფრთხოება და კონტროლი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. მანქანა მუდმივად ატყობინებს მძღოლს, რა ხდება მის გარშემო ან რა შედეგები მოჰყვება კონკრეტულ რეაგირებას. 



შიდა სივრცე - ეკოლოგიურად სუფთა სალონი


გამორჩეულია ავტომობილის სალონში გამოყენებული მასალარომლიც ვოლვოში უნიკალური ტექნოლოგიით შეიქმნა და არსად მეორდება. მას მწარმოებლებმა Nordico უწოდეს. ეს არის ნდინავიური ღირებულებების თანამედროვე გამოხატულება, რომელიც პრემიუმ დიზაინისთვის ინტერიერის ახალ სტანდარტს განსაზღვრავს. 


მის შესაქმნელად ბიოლოგიური წარმოშობის მასალაა დამუშავებული. 


კაბინა აღჭურვილია FSC™-სერტიფიცირებული ხის პანელებით. საბოლოოდ, ფონური განათების დახმარებით ავტომობილში შვედური საცხოვრებელი ოთახის ატმოსფერო იქმნება. 

 

ამასთანავე, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს,ინტერიერი შვიდი სხვადასხვა ვარიანტიდან თავისთვის სასურველი შეარჩიოს. თითოეული სივრცე ვოლვო ქარსის დიზაინერების მიერ სპეციალურადაა შექმნილი.  

 

მკაცრი კონტროლი გაიარა ქსოვილმა, რომლითაც ვოლვო ქარსის ახალი, ელექტრფიცირებული მოდელის სავარძლებია დაფარული. გადამუშავებული PET ბოთლების გარდა, Volvo EX90-ის კონსტრუქციაში შესულია თითქმის 50 კგ გადამუშავებული პლასტმას და ბიოლოგიური წარმოშობის მასალები. 

 

Volvo EX90-ის წარდგენა ვოლვო ქარსის ახალი ერის დასაწყისია. ეს არის ბრენდის პირველი ავტომობილი ახალი თაობის სრულად ელექტრიფიცირებული და პროგრამულად განვითარებული მოდელების სერიიდან. უკვე 2030 წლისთვის კი მსოფლიო ბრენდი მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს.ეს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ვოლვოს მთავარი მიზნისკენ - გახდეს სრულად ეკომეგობრული მანქანების მწარმოებელი.

 

ნფორმაციისთვის: შვედურ ბრენდს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

 

(R)





5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up