Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ ღამის საათებში Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ ღამის საათებში Glovo-ს პარტნიორი კურიერების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

access_time2020-12-15 12:26:26

Glovo და Volvo საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის გაერთიანდნენ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში გლოვოს პარტნიორი კურიერები ვოლვოს „სიცოცხლის სპრეის“ მიიღებენ. 

 

„სიცოცხლის სპრეი“ სპეციალური სითხეა, რომელიც, ღამის საათებში, მოპედების, ველოსიპედების და მსუბუქი მოტოციკლების ხილვადობას ზრდის. შვედური ავტომწარმოებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო საგზაო მოძრაობასწორედ ამიტომ, მათ შექმნეს პროდუქტი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ხილვადობის მიზეზით მომხდარ საავტომობილო შემთხვევებს. 

 

Volvo-ს სიცოცხლის სპრეის საშუალებით, Glovo-ს კურიერების ღამის საათებში გადაადგილება განსაკუთრებით უსაფრთხო გახდება. კომპანიები აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა, კოლაბორაციის მთავარი იდეაა. 

 

მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში ორ წელზე მეტია ოპერირებსVolvo-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის ახალ ეპატზე გადადის. 

 

შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას  მუდმივად უწყობს ხელს. გასულ წელს, კომპანია Geosafety-სთან ერთად, Glovo-მ საგანგებო ტრენინგ მოდული შესთავაზა მოპედებისა და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი უფასო მასტერკლასები არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს მასპინძლობდა, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს. 

 

ვიდეო რგოლი - ვოლვოს სიცოცხლის სპრეი | Volvo LifePaint


 

 

Glovo-ს შესახებ:

 

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com

 

 

Volvo-ს შესახებ 

 

“ვოლვო” შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. “ვოლვო” მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი.უსაფრთხოებასთან ერთად “ვოლვო” გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.volvocars.com


(R)

თეგები:
Volvo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up