ვოლვო ქარსმა  S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

ვოლვო ქარსმა S90-ის და V90-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა

access_time2020-02-26 17:28:42

ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს წარუდგინა S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების განახლებული ვერსიები, რომლებიც აერთიანებენ ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს.


კომპანიის 48 ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატები ხელმისაწვდომია ვოლვოს ყველა ახალ მოდელზე. ექსტერიერის დიზაინის თვალსაზრისით, ვოლვოს დიზაინერებმა დანერგეს S90-ის და V90-ის მთელი რიგი გაუმჯობესებები, მათ შორისაა ახალი დიზაინის სპოილერი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და წინა ქვედა ბამპერი.


V90 Cross Country-ის ყველაზე გასაოცარი მახასიათებელია უკანა ფარების ახალი დიზაინი, უნიკალური სრულად LED განათება და თანმიმდევრული მოხვევის მაჩვენებელი. ექსტერიერის ფერების ახალი დიაპაზონი და საბურავების დისკები ვერსიები კიდევ უფრო აუმჯობესებს პერსონალიზაციის ვარიანტებს.


სრულად განახლებული Bowers and Wilkins-ის აუდიო სისტემა წარმოგიდგენთ უკეთეს ხმას მანქანის სალონში. ახალი ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა განახლებული გამაძლიერებელი, ავტომობილის ხმის ავტომატური ჩახშობა და განახლებული პარამეტრები ქმნის თქვენი საყვარელი კლუბის ხმის იმიტაციას.


ავტომობილის სალონის კიდევ ერთი ახალი მახასიათებელი არის Advanced Air Cleaner PM 2.5 ნაწილაკების სენსორით, რომელიც პირველად შეიქმნა ჩინეთის ბაზრისთვის და ახლა უკვე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ის საშუალებას აძლევს მძღოლებს, ცენტრალურ ეკრანზე აკონტროლონ სალონის ჰაერის ხარისხი და სურვილის შემთხვევაში რამდენიმე წუთში გაწმინდოს სალონის ჰაერი თითქმის ყველა წვრილი ნაწილაკისგან.


Bowers & Wilkins-ის ახალი აუდიო სისტემა და Advanced Air Cleaner ტექნოლოგია ახლა უკვე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე. ამ მოდელებს ასევე გააჩნია ორმაგი USB-C დამუხტვის წერტილები უკანა მხარეს. სმარტფონებისთვის უსადენო დამუხტვის ფუნქცია, რომელიც პირველად დაინერგა პატარა XC40 SUV- ზე, ახლა ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის უმრავლეს ვერსიაში.



ინტერიერის მასალების თვალსაზრისით, ექსკლუზიურად მორგებული შალნარევი სავარძლები, რომელიც პირველად გასულ წელს დაინერგა XC90-ზე, ახლა ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე, ამავდროულად ხელმისაწვდომია სალონის ვარიანტი ტყავის გარეშე.



ვოლვო ქარსი მნიშვნელოვნად აფართოებს 48 ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების ვარიანტების რაოდენობას, რაც პირველად დაინერგა გასულ წელს XC90 და XC60 SUV-ებზე, ხოლო ახლა რბილი ჰიბრიდები ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა სხვა ავტომობილზე, ასევე XC40- ზე. V90 Cross Country რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების ვარიანტებით წარმოადგენს მაღალი გამავლობის ავტომობილების სპექტრის ისტორიაში პირველ ელექტროფიცირებულ ვარიანტს.


ვოლვო ქარსის რბილი ჰიბრიდების სამუხრუჭე სისტემის მართვის ელექტრო სისტემა ურთიერთქმედებს ენერგიის აღდგენის სისტემასთან და ამცირებს საწვავის მოხმარებას 15%-ით და გამონაბოლქვს, დამუხრუჭებისას კინეტიკური ენერგიის აღდგენით.


დამატებითი ინფორმაციისთვის, ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ "ვოლვო საქართველოს" შოურუმს მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ან დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up