“ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდელებზე 30,000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

“ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს 2020 წლის მოდელებზე 30,000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს

access_time2021-04-07 13:10:17

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC90, XC60, XC40, S90 და S60 მოდელები 30,000 ლარამდე ფასდაკლებით.

 

„ვოლვო“ მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და ჰქონდეს მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მიდგომა. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ცენტრში წარმოდგენილია ვოლვოს სამოდელო რიგის სრული ასორტიმენტი.


„ვოლვოს“ ცენტრში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტდრაივზე გამოცდა. ამასთანავე „ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს ავტორიზებულ სერვისს და ორიგინალ ავტონაწილებს სთავაზობს.

 


„ჩვენ გვსურს ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით ისარგებლონ ტესტ დრაივით და ჩვენ ავტომობილს სახლში მივუყვანთ მთელი კვირის განმავლობაში. ასევე 360 გრადუსიანი ვიზუალების მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი სამოდელო რიგი, ხოლო „შექმენი შენი ვოლვოს“ მეშვეობით შეარჩიონ სასურველი კომპლექტაცია, ჩვენ კი მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ადგილზე მივუყვანთ”, - განაცხადა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.


„ვოლვო საქართველოს“ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ტესტ დრაივზე ჩასაწერად იხილეთ ბმული volvocars.com, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.

 

®






Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!

რუსეთ-ჩეხეთის კრიზისი - დააწესებს თუ არა რუსეთი ჩეხურ ლუდზე ემბარგოს?!
access_time2021-04-22 19:00:26
რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის „ფხიზელი რუსეთის“ წევრმა სულთან ჰამზაევმა რუსული რადიოსადგურის ეთერში ჩეხური ლუდის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, ეს ყველაფერი კი ჩეხეთის ქმედებების პასუხად.   მისი აზრით ასეთ შემხთევვაში ჩეხეთის პოლიტიკური ჯგუფები გაიაზრებენ, რომ მათი განცხადებები შეიძლება ეკონომიკური შედეგების მომტანი იყოს მთელი ქვეყნისთვის. ჰამზაევის თქმით, რუსები შეძლებენ სასმლის გარეშე არსებობას , ხოლო აკრძალვა კი მოსახლეობაში ალკოჰოლის პოპულარობას...

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა

22 აპრილი - რეგიონში თურქული ლირა ყველაზე მეტად გაუფასურდა
access_time2021-04-22 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 22 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up