Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის გამოუშვეს პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია

Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის გამოუშვეს პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია

access_time2019-06-13 11:18:38


Volvo Cars-ისდაVarjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კოლაბორაცია გამყარებული იქნება Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ.


ვოლვოს ტექ. ფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში.



Volvo Cars-მადაVarjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ატარო ნამდვილი ავტომობილი და თან გეკეთოს შერეული რეალობის მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად მატებს ვირტუალურ ელემენტებს შენს გამოცდილებას და გინარჩუნებს რეალობის აღქმას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერცერთმა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება.




Varjo XR-1 არის შერეული რეალობის სათვალე, რომელიც უზრუნველყოფს ცდის პირისთვის ფოტო რეალისტური გამოსახულებების და ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას. XR-1-ს წინამორბედისგან განსხვავებით შეუძლია რადიკალურად შეამციროს ნიშნების და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი.მოწყობილობას დამატებული აქვს მაღალი გაფართოების კამერები, რაც ე.წ. შერეული რეალობის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი ვოლვოს დიზაინერებს და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ მართონ მომავლის ავტომობილები და შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, რეალური ავტომობილის შექმნამდე.



„შერეული რეალობის მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ავტომობილის დიზანი და ტექნოლოგიები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი მხოლოდ დაფაზეა. სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ შეგვიძლია ჯერ არარსებული პროდუქტი შევაფასოთ გზაზე. ეს ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების დაზოგვაში, ასევე პრიორიტეტების და პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის ადრეულ სტადიაზე“ - ამბობს ჰენრი კგრინი, Volvo Cars -ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი.



XR-1-ი Volvo Cars - ის ინჟინრებს ეხმარება უსაფრთხოების სისტემების დახვეწაში. უსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ მართონ ავტომობილი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ ვირტუალური შედეგები რეალურ გარემოში. XR-1 - ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის თვალის აღმქმნელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას მძღოლის აღქმის შესახებ, რამდენად მარტივად თუ რთულად უმკლავდება ცდის პირი ავტომობილი სმართვას, ხოლო შედეგად ვიღებთ კვლევის შედეგებს ზედმეტი ძალისხმევის და დაკვირვებების გარეშე.


(R)



თეგები:
Volvo Cars Varjo



არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება

არჩილ მესტვირიშვილი - რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება
access_time2019-09-19 22:40:22
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა. გადაცემაში ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსისა და საბანკო რეგულაციების გავლენის საკითხი...

2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს

 2020 წლიდან ამოქმედდება საპილოტე პროექტი, რომელიც ქუჩაში მანქანების გაჩერებას, ადგილზე შემოწმებას და ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, მათ დაჯარიმებას ითვალისწინებს
access_time2019-09-19 19:00:57
ტექინსპექტირება, რომელიც თავდაპირველად ჰაერის დაბინძურების მიზეზით დაიწყო, ფაქტია, ამ მხრივ უშედეგო აღმოჩნდა. თითქმის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე მსუბუქი ავტომობილების ნაწილი დღესაც ისეთ შავ კვამლს უშვებს,რომ შეიძლება 200-300 მეტრზე ვერაფერი გაარჩიოთ. რადიო „ფორტუნამ“ ამ თემაზე ვრცელი სტატია გააკეთა, სადაც სპეციალისტები ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე პირდაპირ საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში კონცეფციაზე მუშაობენ,...

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა

გია ვოლსკი - კომპანია, რომელიც „ანაკლიის კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარმოადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა
access_time2019-09-19 17:15:52
ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის თქმით, კომპანია, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამერიკული კონტი ჯგუფის ნაცვლად წარადგინა, ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა. “ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული...

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“

აკაკი ზოიძე- „ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ სწორ და ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც მათ გაჭირვებას შეამსუბუქებს, ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრება აუტანელი ტვირთია“
access_time2019-09-19 15:20:57
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა 84 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს.   საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 13-29 ივლისს ჩატარდა, ნათლად აჩვენებს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას,  რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი....

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ
access_time2019-09-19 15:00:53
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები, - განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ...


მსგავსი სიახლეები

up