პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
უმრავლესობის წევრებმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით „მოცულობითი ინფორმაციის“ გავრცელება ხვალისთვის დააანონსა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ტოვებს თუ არა თანამდებობას მამუკა ბახტაძემ, რაზეც ვოლსკიმ განაცხადა, რომ თავად პრემიერმინისტრი გააკეთებს ხვალ განცხცადებას, მსჯელობა კი პოლიტსაბჭოს სხდომაზე 3 სექტემბერს გაგრძელდება.