„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, - ეს განცხადება მედიასთან .საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად. არა განცხადებებით ტელევიზიების წინაშე, არამედ შესანიშნავი პროექტით. ჯერჯერობით ბიუჯეტის პროექტით და კონკრეტული მუშაობით, პროგრამით და ადამიანებთან ურთიერთობით. ეს არის მთავარი თემები რაც შეიძლება შევაჯამოთ დღევანდელი საუბრიდან“,-განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, დიდი შეცდომა იქნება, რომ აქციებზე გადავიდეს პარტიული ორგანიზაციების ყურადღება:
„თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ როგორც ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ხდება აქციებმა განვითარება პოვოს და უფრო მეტი ხალხი მივიდეს. არც ვადამდელი არჩევნებია პრობლემა, თუმცა ეს ქვეყანას დააზიანებს“, - დასძინა ვოლსკიმ.
imedinews