უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფართოვა რუსეთის იმ ორგანიზაციების სია, რომელთა მიმართ კიევმა სანქციები დააწესა. კერძოდ, ზელენსკიმ სიაში შეიყვანა რიგი კულტურული დაწესებულებებისა. სამწლიანი სანქციები დაუწესდა რუსეთის ზოგიერთ მუზეუმს, უნივერსიტეტს, სამეცნიერო და საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სია გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე.
სიაში მოხვდნენ სახელმწიფო ერმიტაჟი, მოსკოვის პუშკინის სახელობის გამომსახველობითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რიგი ინსტიტუტებისა, თათარსტანის მეცნიერებათა აკადემია.
აიკრძალა მათთან კულტურული გაცვლა და სამეცნიერო თანამშრომლობა, უნდა შეწყდეს ოფიციალური ვიზიტები, უკრაინაში მათი აქტივები უნდა დაიბლოკოს.
სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ზოგიერთი დაწესებულება. სია გაფართოვდა ასევე რუსეთის რიგი მედიასაშუალების ხარჯზეც, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე მუშაობენ.
რადიო „თავისუფლება“