უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობის წევრებს, მეშახტეების წინაშე არსებული დავალიანებისთვის საჭირო ზომები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის წევრები უახლოესი ორი თვის ხელფასს ვერ აიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ზოგიერთ მეშახტეს ჯერ კიდევ 2014-2016 წლების ხელფასი არ აუღია და ეს დავალიანება 1,1 მილიარდ გრივნას აღწევს. უახლოეს 2 თვეში, მარტსა და აპრილში მეშახტეების წინაშე დავალიანება სრულად უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის წევრები ამ თვეების ხელფასს ვერ აიღებენ და, ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
imedinews.ge