ვოლოდიმირ ზელენსკი - შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით

ვოლოდიმირ ზელენსკი - შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით

access_time2022-08-08 11:30:00

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს, შარლ მიშელს ვაცნობე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთმა შექმნა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დარტყმით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ერი, რომელიც თავს დაცულად გრძნობს, როდესაც ტერორისტული სახელმწიფო ატომურ სადგურს ბომბავს. ზელენსკის განცხადებით, ახლა საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პასუხი რუსეთის ამ თავდასხმებზე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს რუსული ტერორი და ოკუპანტებს მაქსიმალური დანაკარგი მიაყენოს. ავდეევკას, პესკის, მარინკას, ბახმუტსა და დონეცკის რეგიონის სხვა ცხელ ზონებს მთავარი ძალისხმევა მიაქვთ და სამწუხაროდ, მრავალი სიცოცხლე. ვითარება ასევე რთულია ხარკოვის რეგიონში, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, სადაც ოკუპანტები ძალების კონცენტრირებას ცდილობენ. გასაღები ახლა, როგორც ადრე, არის იარაღი ჩვენი თავდაცვისთვის, იარაღი პარტნიორებისგან. ყოველდღე და ყოველგვარი პაუზების გარეშე ვმუშაობთ იარაღის მიწოდების გაზრდაზე, რათა ფრონტზე უფრო მძლავრი და შორი მანძილის სისტემები გავგზავნოთ. მომავალ კვირას ველოდებით სიახლეებს პარტნიორებისგან მხარდაჭერის პაკეტებთან დაკავშირებით, კარგ ამბავს. ამ ზაფხულის პერიოდში, ყოველ კვირას სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის სამხრეთის ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმებისთვის ემზადებიან. ძალიან მარტივი რამ მინდა, ვთქვა: ყველა, ვინც რაიმე სახით ეხმარება ოკუპანტებს ამ განზრახვის რეალიზებაში, პასუხს აგებს. ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ისეთივეა, როგორიც ადრე იყო: ჩვენ არაფერს დავთმობთ და თუ ოკუპანტები ამ ფსევდორეფერენდუმების გზას გაჰყვებიან, საკუთარი თავისთვის დახურავენ უკრაინასთან და თავისუფალ სამყაროსთან მოლაპარაკების ნებისმიერ შესაძლებლობას, რაც რუსულ მხარეს გარკვეულ მომენტში აუცილებლად დასჭირდება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up