ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორები თუ არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, მსოფლიოსთვის ასე საშიში სასურსათო კრიზისის დაძლევა შეიძლება

ვოლოდიმირ ზელენსკი - პარტნიორები თუ არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, მსოფლიოსთვის ასე საშიში სასურსათო კრიზისის დაძლევა შეიძლება

access_time2022-08-06 09:00:15

უკრაინის პორტებიდან გასულ გემებზე 60 000 ტონა სიმინდია, რომელსაც თურქეთი, ბრიტანეთი და ირლანდია ელოდებიან; თუ პარტნიორები არ დაუშვებენ ახალ რუსულ პროვოკაციებს, მსოფლიოსთვის ასე საშიში სასურსათო კრიზისის დაძლევა შეიძლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


ზელენსკის თქმით, უკრაინის მარცვლეულისა და ზეთის მოსავალი სავარაუდოდ პროგნოზებს დააკმაყოფილებს – მოსალოდნელია 65 მილიონ ტონაზე მეტი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკულ ბაზარზე და განსაკუთრებით ევროპელი მომხმარებლისთვის რუსეთის ცინიკური და გათვლილი გაზის შანტაჟის გამო, ვითარება კვლავ ძალიან საშიშია, რიგითი ევროპელები კიდევ უფრო დაზარალდებიან და კონტინენტზე ზამთრისთვის მომზადება კიდევ უფრო რთული იქნება.


„ეს არის შეგნებული ანტიევროპული პოლიტიკის, რუსეთის ანტიადამიანური პოლიტიკის გამოვლინება და ევროპელების ძველი შეცდომების შედეგი, რომლებსაც არ სურდათ, დაენახათ, რომ „გაზპრომი“, რუსული გაზსადენები უკრაინის გვერდის ავლით – რუსეთისთვის ეს იგივე იარაღია, რაც ტანკები და არტილერია და მათთვის სამიზნე თითოეული ჩვენგანია, ყველა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.



ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა.


„დღეს ოკუპანტებმა მთელი ევროპისთვის კიდევ ერთი უკიდურესად სარისკო ვითარება შექმნეს – დაბომბეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ორჯერ. ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ჩვენს კონტინენტზე. და ამ ობიექტის დაბომბვა არის ღია და თავხედური დანაშაული, ტერორისტული აქტი. რუსეთი უნდა იყოს პასუხისმგებელი ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე. და ეს არ არის მხოლოდ მორიგი არგუმენტი რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარების სასარგებლოდ. ეს არის არგუმენტი მკაცრი სანქციების გამოყენების სასარგებლოდ მთელი რუსული ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, „როსატომიდან“ დაწყებული, ყველა დაკავშირებული კომპანიისა და ფიზიკური პირის მიმართ. ეს არის წმინდა უსაფრთხოების საკითხი. მას, ვინც ბირთვულ საფრთხეებს უქმნის სხვა ერებს, ნამდვილად არ შეუძლია ბირთვული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენება“, – თქვა ზელენსკიმ.


წყარო: 1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up