უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 27 მარტიდან ქვეყნის საზღვარი ყველასათვის ჩაიკეტება, მათ შორის უკრაინის მოქალაქეებისთვისაც.„27 მარტიდან სახელმწიფო საზღვარი ჩაიკეტება და შეწყდება ყველა სახის სამგზავრო გადაზიდვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო მიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა რთული არჩევანი წინაშე დადგა.
„ჩვენ რთული არჩევანი წინაშე აღვმოჩნდით. ეს არის არჩევანი საზღვარგარეთ დარჩენილ მოქალაქეებსა და ქვეყნის შიგნით მყოფი 40 მილიონი მოქალაქის უსაფრთხოებას შორის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საზღვარგარეთ დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებზე უკრაინის დიპლომატიური მისიები იზრუნებენ.
ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით 145 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 5 კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge