გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Volkswagen პერსონალის მასშტაბურ შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ გაზეთი Handelsblatt კონცერნის წყაროზე დაყრდნით წერს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ახალი გეგმის მიხედვით, 2023 წლმადე 5 ათასამდე თანამშრომელს პენსიაზე ნაადრევად გაუშვებენ.
ამ ვადაში კონცერნი ზოგადად საწარმოო ხარჯების შემცირებას აპირებს, რაც პირველ რიგში საკადრო გადაწყვეტილებების ხარჯზე მოხდება. ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რომელი ქვეყნების ფილიალებში მოხდება თანამშრომლების შემცირება, თუმცა ეს პროცესი გერმანიიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ნაადრევი პენსია 1964 წელს დაბადებულ პირებსაც შეეხება.
Volkswagen -ში აცხადებენ, რომ შემცირებული შტატების შევსება ოპერატიული მიზეზების გამო 2029 წლამდე არ მოხდება.
BPN.GE