თურქეთში გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen Passat-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის წარმოება და გაყიდვები ჩერდება.
როგორც ABC წერს, ამის შესახებ თავად Volkswagen-ი იუწყება.
აღნიშნული განცხადების შემდეგ, Volkswagen Passat-ის სედანის ვერსია თურქეთში ფასების ჩამონათვალიდან ამოიღეს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდები, რომლებმაც ბოლო დროს სულ უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინეს ელექტრომობილებში, სათითაოდ უარს ამბობენ ძველ პოპულარულ მოდელებზე.