Volkswagen-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Volkswagen-ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

person access_time2016-06-21 17:00:20

ორშაბათს გერმანული ქალაქის, ბრაუნშვაიგის პროკურატურამ Volkswagen-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, მარტინ ვინტერკორნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

 

გამოძიების თანახმად, ვინტერკონმა ინვესტორებს შესაძლო დანაკარგებისა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა. ვინტერკომს ბირჟაზე განხორციელებული მანიპულაციებისათვის სდებენ ბრალს. მკითხველს შევახსენებთ, რომ Volkswagen-ის გარშემო სკანდალი გასული წლის სექტემბერში დაიწყო. როგორც გაირკვა, გერმანული ავტომწარმოებელი დიზელზე მომუშავე დიზელზე მომუშავე ავტომობილების საწვავის ტესტს აყალბებდა და ეს ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტოსთვის გახდა ცნობილი. შედეგად გამოძიება არაერთ ქვეყანაში დაიწყო.


 

სკანდალის გახმაურების შემდეგ ვინტერკონმა პოსტი მალევე დატოვა, კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი კი მატიას მიულერი გახდა. ბრაუნშვაიგში წარმოებული გამოძიების მიხედვით, Volkswagen-ში პრობლემის შესახებ ინფორმაციას გარკვეული დროით ადრე ფლობდნენ, სანამ კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდა. გამოძიება გერმანული ფინანსური რეგულატორის, BaFin-ის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, ვინტერკონს ინვესტორებისათვის ინფორმაციის მიწოდება დროულად შეეძლო. საინტერესოა, რომ გამოძიება Volkswagen-ის დირექტორთა საბჭოს კიდევ ერთ წარმომადგენელს ეხება. მისი სახელი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ბრაუნშვაიგის პროკურატურის განცხადებით, საქმეში დირექტორთა საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი ჰანს-დიტერ პეჩი არ ფიგურირებს. რამდენ ხანს გასტანს გამოძიება და რა შედეგებით დასრულდება ის, ამ ეტაპზე უცნობია.



მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up