Volkswagen-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი წაუყენეს

Volkswagen-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი წაუყენეს

access_time2019-04-15 16:34:06

გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგის პროკურატურამ ე.წ. დიზელგეითის საქმის 5 მონაწილეს, მათ შორის ავტოკონცერნ Volkswagen-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს მარტინ ვინთერკორნს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ BBC წერს.


საქმეს ადგილობრივი ფედერალური მიწის ეკონომიკური პალატა განიხილავს.


პროკურატურის ინფორმაციით, Volkswagen-ის მენეჯმენტის ყოფილ წევრებს ბრალად „მრავალი კანონდარღვევა“, მათ შორის „მოტყუების საკმაოდ მძიმე შემთხვევა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა“ ედებათ.



2015 წელს აშშ-ს ხელისუფლების მიერ ინიცირებული გამოძიების შედეგად კომპანია Volkswagen-მა აღიარა, რომ 10 მილიონ ავტომობილზე ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა იყო ჩაწერილი, რომლის საშუალებითაც ძრავების ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობის ტესტების შედეგებით მანიპულირება იყო შესაძლებელი.


„დიზელგეთის“ შედეგად კომპანიამ ავტომობილები უკან გაიწვია, Volkswagen-მა აშშ-ს ხელისუფლებას ჯარიმებისა და კომპენსაციის სახით 18 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა.


imedinews.ge



თეგები:
Volkswagen



უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას

ჰესებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ქრონიკა - რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და კერძო კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციას
access_time2019-04-23 09:00:31
21 აპრილი 2019 წელი   პანკისის ხეობაში მოსახლეობამ ხადორ სამის მშენებლობა გააპროტესტა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პანკისის ხეობაში დაშავდა, როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცავები. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს...


მსგავსი სიახლეები

up